რომან გრიგორჩუკი: დაცვიდან არ ვითამაშებთ

AutoSharing Option
1-ელ ივლისს, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე "გაბალას" მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა პრესკონფერენცია გამართა.

უკრაინელმა დამრიგებელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი მეორე ნომრად არ ითამაშებს თბილისში, ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში, "დინამოს" წინააღმდეგ.

- "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ "გაბალასთან" წაგება ვერ წარმოუდგენია...
- მე არ მინდა, მწვრთნელს ვუპასუხო. მე ვიტყვი მხოლოდ ერთს: "დინამოს" ჰყავს ძალიან კვალიფიციური დამრიგებელი, რომელიც გუნდს თანამედროვე ფეხბურთს ათამაშებს.

- რას იტყვით ამ ფორმაციის "დინამოზე"?
- ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის თაობაზე ბევრი ვიცით.
ინფორმაცია უფრო იმ "დინამოზე" გვაქვს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ჩაამთავრა, მაგრამ ახალი გუნდის თაობაზეც მოვიძიეთ ცნობები. იმ დროიდან "დინამოში" ბევრი ცვლილება მოხდა. მოვიდნენ ახალი მწვრთნელები, ფეხბურთელები.

- რა გეგმები აქვს "გაბალას" ევროპალიგაზე?
- ჩვენი გეგმები ამბიციურია, თუმცა მათი განხორციელება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევძლოთ. ჩვენი პირველი მიზანი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობას სურს, რომ რაც შეიძლება, შორს წავიდეთ და ამავე დროს, სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ.

- "დინამოს" წინააღმდეგ მეორე ნომრად ითამაშებთ?
- არა, რატომ? ჩვენ შედეგზე ვითამაშებთ და არა მეორე ნომრად. მჯერა, მაყურებელი კარგ ფეხბურთს ნახავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მთავარია არ გავნადგურდეთ.
shakro
10:04 02-07-2015
0
ვფიქრობ ნებისმიერ შემთვევაში მერე ნომრად მოუწევთ თამაში მაგრამ აუცილებელია მომენტების რეალიზება მოახერხოს დინამომ საწყისისშთვის კარგი იქნება თუ ორ ბურტიანი ან უფრო მეტი სხვაობით თუ მოიგებს ასევე 1-0 არ იქნება ცუდი მთავარია კარი მშრალად შევიანხოთ
nika
00:00 02-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული