"ბრაგამ" ლვოვში პოლიციის ესკორტი მოითხოვა

AutoSharing Option
პორტუგალიური "ბრაგას" ხელმძღვანელობამ პოლიციის ესკორტი მოითხოვა გუნდის დასაცავად უკრაინაში, სადაც ევროპალიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი უნდა ჩაატაროს.

პორტუგალიელები სამართალდამცველთა განსაკუთრებულ ყურადღებას აეროპორტიდან სასტუმრომდე გზაზე, წინასამატჩო ვარჯიშსა და თამაშის დროს ითხოვენ.

"ბრაგა" შეხვედრას დონეცკის "შახტართან" 14 აპრილს, ლვოვში გამართავს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პორტუგალიაში "შახტარის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა, ამის აქ დამდები ფეხბურთის აზრზე თუა?!

ესწორტის გარეშე არც საჩხერე დადიოდა ევროთასებზე, არ ზესტა და არც დინამო თუ გორი.წესია ასეთი ეს, შეგიძლია მოითხოვო
nergi
15:08 13-04-2016
0

სიახლეები პოპულარული