"სევილიამ" ევროპის ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 18 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ევროპის ლიგის 2015-16 სეზონის გათამაშების ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ესპანური "სევილია" და ინგლისური "ლივერპული" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველ ტაიმში მერსესაიდელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც 35-ე წუთზე გატანილ გოლშიც აისახა - დანიელ სტარიჯმა მარცხენა ფეხით ბურთი ლამაზად მოჭრა და ანგარიში გახსნა. ტაიმიც ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე "ლივერპულმა" საკუთარ კარში გოლი კევინ გამეიროსგან მიიღო, რის შემდეგაც გონს ვეღარ მოეგო და კიდევ ორი ბურთი გაუშვა - 64-ე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ სიმონ მინოლეს კარი კოკემ აიღო, რომელმაც
6 წუთში დუბლი მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:1.

ამრიგად, "სევილიამ" ევროპის ლიგა ზედიზედ მესამედ მოიგო, "ლივერპული" კი ამ მარცხით შემდეგ წელს ევროტურნირების მიღმა დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
aravin icis rogor ganvitardeboda situacia pirveli penalti rom daedo.meore taimi ki ashkarad yvelaaspeqtshi mougo seviliam.tamashgare golic chautvala da mtlianobashi kargi tamashi iyo da sashineli msajoba
0
ისე ეს თამაში რომელიმე ტელევიზიას რომ გაეშუქებინა,რამოხდებოდა.
თენგო
10:06 19-05-2016
0

სიახლეები პოპულარული