ევროპალიგა 2016/17: გორის "დილა" განთესილია, სხვები - განუთესავები

AutoSharing Option
30 ივნისიდან ევროპალიგის 46-ე გათამაშება იწყება. I საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს: გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია".

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 96 კლუბი მონაწილეობს და ყველა სავარაუდო მეტოქეს ვერ ჩამოვთვლით (თან მათი ნაწილი ჯერ ცნობილიც არ არის), თუმცა ვიტყვით, რომ "დილა" 5,625 რეიტინგით განთესილთა შორისაა.

ხოლო "ჩიხურა" (3.125) და "სამტრედია" (1,625) განუთესავთა შორის არიან და უფრო ძლიერი მეტოქეები ელით.

ყველაზე მაღალრეიტინგიანი კლუბი I საკვალიფიკაციო ეტაპზე "მარიბორია" (სლოვენია) - 21,625.

საკვალიფიკაციო მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

განუთესავთა შორის
ასე თუ ისე სერიოზულ კლუბს ვერ ნახავთ - ყველაზე მაღალი რეიტინგი ლუქსემბურგის "ფოლა ეშს" აქვს - 3,550. ასე რომ, გორის "დილას", წესით, პირველი ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზვიად ბიძინამ იჩალიჩა :D
შაკო
25 მაისი 2016 11:18
0
შარშAნაც მასე იყო და 1 ეტაპი ვერ დაძლია ვერცერთმა ! :D:D:D
ika
25 მაისი 2016 10:55
0
უეფამ ევროპა ლიგაზე კლუბების მონაწილეობის წესი შეცვალა, ანუ თუ ქვეყნის ჩემპიონი თასსაც აიღებს თასის ფინალისტის ნაცვლად ევროტურნირებზე ცხრილში მომდევნო ადგილზე მყოფი გუნდი გადის, საქართველოდან მეოთხეადგილოსანი
ივერიელი
25 მაისი 2016 10:28
0
საჩხერის ჩიხურა რა კვოტით გავიდა, თუ შეგიძლიათ ამიხსნათ ვინმემ
ზვიადი
25 მაისი 2016 09:44
0
გორი ჩემპიონ
vano
25 მაისი 2016 09:20
0
დილას გაუმარჯოს
ნიკა
25 მაისი 2016 09:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული