ევროპალიგა 2016/17: გორის "დილა" განთესილია, სხვები - განუთესავები

AutoSharing Option
30 ივნისიდან ევროპალიგის 46-ე გათამაშება იწყება. I საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს: გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია".

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 96 კლუბი მონაწილეობს და ყველა სავარაუდო მეტოქეს ვერ ჩამოვთვლით (თან მათი ნაწილი ჯერ ცნობილიც არ არის), თუმცა ვიტყვით, რომ "დილა" 5,625 რეიტინგით განთესილთა შორისაა.

ხოლო "ჩიხურა" (3.125) და "სამტრედია" (1,625) განუთესავთა შორის არიან და უფრო ძლიერი მეტოქეები ელით.

ყველაზე მაღალრეიტინგიანი კლუბი I საკვალიფიკაციო ეტაპზე "მარიბორია" (სლოვენია) - 21,625.

საკვალიფიკაციო მატჩები 30 ივნისს და 7 ივლისს გაიმართება.

განუთესავთა შორის
ასე თუ ისე სერიოზულ კლუბს ვერ ნახავთ - ყველაზე მაღალი რეიტინგი ლუქსემბურგის "ფოლა ეშს" აქვს - 3,550. ასე რომ, გორის "დილას", წესით, პირველი ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზვიად ბიძინამ იჩალიჩა :D
შაკო
11:18 25-05-2016
0
შარშAნაც მასე იყო და 1 ეტაპი ვერ დაძლია ვერცერთმა ! :D:D:D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული