რობერტო მანჩინი: "არისი" მთელი გუნდით თავს იცავდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ "არისთან"(0:0) ევროპის ლიგის 1/16 ფინალური გასვლითი მატჩი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის მოქმედებებზე მინდვრის ცუდმა ხარისხმა იმოქმედა.

"მიმაჩნია, რომ შეხვედრას ვაკონტროლებდით, მაგრამ უხარისხო მოედნის საფარზე თამაში გაგვიჭირდა. თუმცა, ჯეკოს რომ პირველ ტაიმში საგოლე მომენტი გამოეყენებინა, შეხვდრა სხვაგავარად წარიმართებოდა. დამატებითი სირთულე მეტოქის ტაქტიკამ შეგვიქმნა, რომელიც თითქმის მთელი გუნდით თავს იცავდა", - განაცხადა მანჩინიმ.


მომზადებულია АР-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული