ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს ამ 15 წყვილიდან "ბაზელი"-"სპარტაკი" უფრო აინტერესებს - ევროპის ლიგას მხოლოდ ერთი ქართველი შემორჩა, უფრო ზუსტად, ჯანო ანანიძეს შვეიცარიაში, წესით, დებიუტი უნდა ჰქონდეს ამ ტურნირში, რადგან "სპარტაკი" იქ ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მოხვდა. შვეიცარიაში "სპარტაკი" ახალი დიზაინის თეთრ-წითელი
"რუბინი"-"ტვენტეს" მატჩმა ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ, შესაძლოა, ის გადაიდოს - თათრეთის დედაქალაქში ისე ყინავს, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა ასეთი ფრაზა თქვა: "თუკი თამაშის დღეს -20 გრადუსი იქნება, მაშინ "რუბინი" თამაშის გადადების მომხრე იქნება", თორემ ამ გუნდში ლაშა სალუქვაძის წასვლის შემდეგ, ქართველი აღარ დარჩა და მისი გამოსვლა ჩვენ უკვე ნაკლებად გვაინტერესებს.
გადავინაცვლოთ "სანჩეს პისხუანზე", სადაც ნამდვილი ფეხბურთის ზეიმს ველით (აბა, მინუს 20-გრადუსიან ყაზანში რას უნდა ველოდოთ) - "სევილია" პორტუგალიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს და ევროპაში დარჩენილი სამი კლუბიდან ერთ-ერთს, რომელსაც ჯერ არ წაუგია ჩემპიონატში, "პორტუს" მასპინძლობს.
საოცარია, მაგრამ ამ ესპანურ და პორტუგალიურ გუნდებს აქამდე ერთმანეთში არასოდეს უთამაშიათ ოფიციალური მატჩი - დღევანდელი პირველი იქნება. "პორტუ" გუნდის ახალგაზრდა თავკაც ანდრე ვილას ბოასს საამაყო რეკორდით მიჰყავს ანდალუსიაში. პორტუგალიელებს არც შინაურ პირველობაში წაუგიათ და არც ევროპის ლიგაზე. ჟოზე მოურინიოს ყოფილი ასისტენტი ძალიან წარმატებულია, მას მერე რაც ზაფხულში "პორტუ" ჩაიბარა. არადა, ვილას ბოასი 33 წლისაა, სიტყვაზე, ის რაულის ტოლია.
ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირი პორტუელი ფალკაო გახლავთ 7 გოლით. ის ორი გოლით უსწრებს: ტომაშ ნეციდს (ცსკა), ჯუზეპე როსის (ვილიარეალი), ვილფრედ ბონის (სპარტა), არტიომ მილევსკის (დინამო) და ედინსონ კავანის (ნაპოლი).
2003 წელს "პორტუმ" უეფას თასი სწორედ "სანჩეს პისხუანზე" მოიპოვა, მაშინ ჟოზეს თავკაცობით პორტუგალიელებმა "სელტიკს" სძლიეს. "მეტად ემოციური მომენტია, "პორტუ" სევილიაში დაბრუნდა. ეს ქალაქი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ფანებისთვის. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, დიდი გუნდია, მაგრამ არ ვუფრთხით", - განაცხადა ვილას ბოასმა.
სხვა დაპირისპირებებიდან გამოვყოფთ საფრანგეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატების ლიდერთა, "ლილისა" და პსვ-ს მატჩს. საინტერესო მატჩი გველის პრაღაში, სადაც "სპარტასთან" სათამაშოდ აწ უკვე უტორესო "ლივერპული" ჩადის. გლაზგოში "რეინჯერსი" ლისაბონის "სპორტინგს" უმასპინძლებს, ლისაბონში კი "ბენფიკა" - გერმანულ "შტუტგარტს".
და მაინც, ყველაზე კარგ თამაშს ნეაპოლში ველით, სადაც ედინსონ კავანი და კომპანია "ყვითელ წყალქვეშა ნავს", "ვილიარეალს" დაუხვდება.
არისი-მანჩესტერ სიტი 0:0
რუბინი-ტვენტე 16:00
მეტალისტი-ლევერკუზენი 20:00
ანდერლეხტი-აიაქსი 22:00
ბატე-პსჟ 22:00
ბენფიკა-შტუტგარტი 22:00
ბეშიქთაში-დინამო 22:00
ლეხი-ბრაგა 22:00
ნაპოლი-ვილიარეალი 22:00
ბაზელი-სპარტაკი 00:05
ლილი-პსვ 00:05
პაოკ-ცსკა 00:05
რეინჯერსი-სპორტინგი 00:05
სევილია-პორტუ 00:05
სპარტა-ლივერპული 00:05
იანგ ბოიზი-ზენიტი 00:05.
.