კენი დალგლიში: "სპარტასთან" ნულოვანი ფრე სამართლიანი შედეგია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ევროპის ლიგის გასვლით მატჩზე "სპარტასთან" 0:0 ისაუბრა.

"აქ იმ განწყობით ჩამოვედით, რომ კარგი იქნებოდა გოლი არ გაგვეშვა.

მეტოქეს არაფრით უჯობნია, არც პრესინგისთვის მიუმართავს, არც დაცვაში შეუქმნია დიდი პრობლემები და არც ბურთს ფლობდა დიდი ხნის განმავლობაში. სახიფათო მომენტებს ძირითადად ჩვენ ვქმნიდით, მათ მხოლოდ რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ.

დღევანდელი თამაშის მიხედვით 0:0 საკმაოდ სამართლიანი შედეგია", - განაცხადა დალგლიშმა.


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული