ანანიძის სუპერდებიუტი და სუპერგოლი

AutoSharing Option
საქართველოს დროით შუაღამეს ერთი საათი გადაცდა, როცა "სტ. იაკობ პარკზე" 18 წლის ჯანო ანანიძე გამოჩნდა. იმ დროისთვის "სპარტაკი" 0:2-ს აგებდა "ბაზელთან". დებიუტი კი ქართველს მართლაც სუპერი გამოუვიდა, ის აქტიურად ჩაერთო თამაშში, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა მეორე ტაიმში შემოატრიალეს, 92-ე წუთზე კი მისი დროც დადგა - 2:2-ზე შვეიცარიელთან კართან საჯარიმო დაინიშნა, ალექსმა ბურთი უკან ჯანოს დაუგორა, ქართველის უძლიერესი დარტყმული ძელს მოხვდა და ისე შევარდა "ბაზელის" კარში - 3:2 და ჯანომ, ფაქტობრივად, გაიყვანა "სპარტაკი" მეორე ეტაპზე. რუსულმა გუნდმა 16 წლის შემდეგ პირველად მოიგო
ევროთასებზე მატჩი, რომელსაც 2 ბურთის სხვაობით აგებდა.

მოსკოვურმა ყინვამაც ვერ უშველა "რუბინს", რომელიც რუსეთის დედაქალაქში 0:2 დამარცხდა "ტვენტესთან". ყინვის გამო ეს თამაში ჩაშლის პირას იყო, მაგრამ თამაშის დღეს ტემპერატურა ცელსიუსით მინუს 20 გრადუსზე ქვევით არ ჩასულა და მატჩიც გაიმართა. ჰოლანდიელებმა, ფაქტობრივად, გაინაღდეს მერვედფინალის საგზური, ეს კი მეორე ტაიმში მოხდა, როცა ჯერ ლუკ დე იონგმა, შემდეგ კი კაპიტანმა პეტერ ვიზგერჰოფმა გაიტანეს არლაუსკისის კარში.

თუკი "ტვენტეს" შემდეგ ეტაპზე გასვლას სიტყვა ფაქტობრივად დავაყოლეთ, "ლევერკუზენის" გულშემატკივრებს შეგვიძლია უკვე მივულოცოთ მერვედფინალისტობა. ყოველ შემთხვევაში ხარკოვის "მეტალისტი" იმ შემთხვევაში გააგრძელებს ბრძოლას თუკი სტუმრად 5:0-ს მოიგებს. მოკლედ, გერმანელებმა ცივ ხარკოვში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს, არადა, ოპტიმალური შემადგენლობით სულ არ უთამაშიათ. სიდნეი სამმა ბოლო წუთებზე დუბლი შეასრულა.

ბელარუსში ბატე-მ კინაღამ სენსაცია გამოაცხო, მასპინძელთა გუნდი ბოლოსწინა წუთამდე იგებდა, მაგრამ პეგი ლუინდულას თავურმა ისევ "პარი სენ ჟერმენი" დატოვა ამ წყვილის ფავორიტად - 2:2.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა თამაში ნეაპოლში, სადაც სერია A-ს აღმოჩენა "ნაპოლი" პრიმერას აღმოჩენა "ვილიარეალს" მასპინძლობდა. ამ შეხვედრაში გოლები ვერ ვიხილეთ და ყველაფერი ესპანეთში გადაწყდება - 0:0. ბოლო წუთზე "ნაპოლი" 10 კაცით დარჩა, მსაჯმა სალვატორე არონიკა გააძევა.

ბელგიურ-ჰოლანდიურ პირველივე დაპირისპირებაში გადაწყდა, რომ "აიაქსი" წინ წავა, სტუმრებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს "ანდერლეხტის" გოლკიპერ სილვიო პროტოს კარში. ერთი გოლი ნიჭიერი დანიელი კრისტიან ერიქსენის ანგარიშზეა - 0:3.

ლისაბონში კი დრამა ვიხილეთ, "შტუტგარტი", რომელსაც ბუნდესლიგაში ძალიან უჭირს, მარტინ ჰარნიკის გოლით დაწინაურდა. მაგრამ პორტუგალიურმა გრანდმა მეორე ტაიმში თამაშის ჩარხი წაღმა შემოაბრუნა, გოლები ოსკარ კარდოსომ და ფრანკო ხარამ გაიტანეს - 2:1.

შემდეგ ეტაპზე გადასვლის პრობლემა გადაწყვიტა ანდრეი შევჩენკომ და კომპანიამ, სტუმრად "ბეშიქთაში" მოსრა - 4:1. ერთ-ერთი გოლი თავად ანდრეიმ გაიტანა, ჩამოწოდებულ კუთხურს 50-ე წუთზე თავი შეუშვირა და კიევის "დინამო" დააწინაურა. პრინციპში, ეს იყო გადამწყვეტი გოლი ამ თამაშში.


რუბინი-ტვენტე 0:2
რუბინი: არლაუსკისი - კუზმინი, სესარ ნავასი, ბოკეტი, ანსალდი - ნობოა, ნაჩო, ბისტროვი - გიოკდენიზ კარადენიზი (73. კასაევი), დიადიუნი, ლებედენკო (87. მედვედევი).
ტვენტე: მიჰაილოვი - როსალესი, დუგლასი, ვიზგერჰოფი, ონიევუ - ბრამა, ლანდზაატი, იანსენი - დე იონგი, რუისი (86. ბაირამი), ჩადლი.
გოლები: 0:1 დე იონგი (77), 0:2 ვიზგერჰოფი (88)

მეტალისტი-ლევერკუზენი 0:4
მეტალისტი: დიშლიენკოვიჩი - ვილიაგრა, ობრადოვიჩი, პშენიჩნიხი (15. ბერეზოვჩუკი), ფინინიო - ვალიაევი - ოლინიკი, ბლანკო, კლეიტონი, ტაისონი - კრისტალდო (68. ლისენკო).
ლევერკუზენი: ადლერი - ვიდა, მ. ფრიდრიხი, რაინარცი, კადლეცი - ვიდალი, ბენდერი - სამი, რენატო აუგუსტო (74. როლფესი), ბალიტში (46. კასტრო) - დერდიოკი (79. კისლინგი).
გოლები: 0:1 დერდიოკი (23), 0:2 კასტრო (72), 0:3 სამი (90), 0:4 სამი (92)

ბენფიკა-შტუტგარტი 2:1
ბენფიკა: რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, სიდნეი, ფაბიო კოენტრაო - სალვიო (74. ალან კარდეცი), ხავი გარსია, გაიტანი - აიმარი (75. კ. მარტინში) - ხარა (87. მენეზესი), კარდოსო.
შტუტგარტი: ულრაიხი - ბულაჰრუზი, ტასკი, დელპიერი, მოლინარო - ჰარნიკი, ტრაში, კუზმანოვიჩი (76. ნიდერმაიერი), ჰაინალი (63. ელსონი) - ოკაზაკი, კაკაუ.
გოლები: 0:1 ჰარნიკი (21), 1:1 კარდოსო (70), 2:1 ხარა (81)

ბატე-პსჟ 2:2
ბატე: გუტორი - იურევიჩი, შიტოვი, სიმიჩი, ბორდაჩევი - ნეხაიჩიკი, ოლეხნოვიჩი, ვოლოდკო, რენანი (75. გორდეიჩუკი) - რუდიკი (66. ლიხტაროვიჩი)- როდიონოვი (83. სკავიში).
პსჟ: ედელი - ჟალე, კამარა, სახო, სეარა - ჟიული (68. ბოდმერი), შანტომი, კლემანი, ნენე (63. მორისი) - მევლუთ ერდინჩი (83. მაკონდა), ლუინდულა.
გოლები: 1:0 რენანი (16), 1:1 მევლუთ ერდინჩი (30), 2:1 გორდეიჩუკი (81), 2:2 ლუინდულა (89)

ნაპოლი-ვილიარეალი 0:0
ნაპოლი: დე სანკტისი - კამპანარო, კრიბარი, არონიკა - მაჯიო, გარგანო (78. სოსა), იებდა (68. პაციენცა), დოსენა - მასკარა (61. ჰამშიკი), ლავეცი - კავანი.
ვილიარეალი: დ. ლოპესი - გასპარი, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - ბ. ვალერო, სენა (61. მარჩენა), ბრუნო, კასორლა (87. კატალა) - ნილმარი, როსი (77. მ. რუბენი).
გაძევება: არონიკა (90)

ანდერლეხტი-აიაქსი 0:3
ანდერლეხტი: პროტო - ვასილევსკი, მაზუხი, იუჰაცი, ლესიაკსი - ჟილე (81. კუიატე), ბილია, კანუ, ბუსუფა - სუარესი, ლუკაკუ (68. დე ზუტერი).
აიაქსი: სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბლინდი (77. ანიტა) - ენო, დე იონგი - ერიქსენი - სულეიმანი (81. ოზბილიზი), ელ ჰამდაუი, ებესილიო.
გოლები: 0:1 ალდერვეირელდი (32), 0:2 ერიქსენი (59), 0:3 ელ ჰამდაუი (67)
შენიშვნა: ვასილევსკიმ ვერ გაიტანა პენალტი (55)

ლეხი-ბრაგა 1:0
ლეხი: კოტოროვსკი - კიკუტი, ბოსაცკი, არბოლედა, განჩარჩიკი - ვილკი 53. კიელბი), კრივეცი, დიურდევიჩი, შლუსარსკი (46. მოჟდჟენი) - რუდნიევსი (84. უბიპარიპი), შტილიჩი.
ბრაგა: არტური - მიგელ გარსია, კაკა, ა. როდრიგესი, სილვიო - კუსტოდიო, ვიანა, ლეანდრო - ლიმა, ელდერ ბარბოზა (68. ალანი) - მეიონგი (87. მოსორო).
გოლი: 1:0 რუდნიევსი (72)

ბეშიქთაში-დინამო 1:4
ბეშიქთაში: ჰაკან არიკანი - ჰილბერტი, ფერარი, შივოკი, ისმაილ კოიბაში - აურელიო (80. ნეჩიპი) - ქვარეჟმა, გუტი, ერნსტი (56. ერჰანი), მერტ ნობრე (69. უგო ალმეიდა) - ბობო.
დინამო: შოვკოვსკი - დანილო სილვა, მიხალიკი (73. პოპოვი), იუსუფი, ლეანდრო ალმეიდა - გუსევი, ვუკოევიჩი, ერიომენკო, იარმოლენკო (89. გარმაში) - მილევსკი, შევჩენკო (84. კრავეცი).
გოლები: 0:1 ვულოევიჩი (26)1:1 ქვარეჟმა (37), 1:2 შევჩენკო (50), 1:3 იუსუფი (56), 1:4 გუსევი (90-პენ)
გაძევება: ქვარეჟმა (93)

ბაზელი-სპარტაკი 2:3
ბაზელი: კოსტანცო - შტაინჰოფერი, კუსუნგა, აბრაჰამი, საფარი - შაჩირი, იაპი (88. კაბრალი), ჯაკა, შტოკერი (87. ზუა) - ფრაი (80. ტემბო), შტრელერი.
სპარტაკი: დიკანი - კ. კამბაროვი, როხო, სუხი, მაკაევი (85. იაკოვლევი) - მაკგიდი, შეშუკოვი (46. ანანიძე), რაფაელ კარიოკა, დ. კამბაროვი - ალექსი - ძიუბა.
გოლები: 1:0 ფრაი (36), 2:0 შტრელერი (41), 2:1 დ. კამბაროვი (61), 2:2 ძიუბა (70), ანანიძე (92)
გაძევება: შაჩირი (78)

იანგ ბოიზი-ზენიტი 2:1
იანგ ბოიზი: ვიოფლი - ნეფი, დუდარი (60. რაიმონდი), აფოლტერი - სუტერი, კოსტანცო (83. მაიუკა), დუბაი, ჟემალი - დეგენი, ბიენვენუ, ლულიჩი.
ზენიტი: მალაფეევი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ლომბაერტსი (54. ფერნანდო მეირა), ჰუბოჩანი - შიროკოვი (79. სემაკი), დენისოვი - ლაზოვიჩი (44. ბისტროვი), დანი, იონოვი - კერჟაკოვი.
გოლები: 0:1 ლომბაერტსი (20), 1:1 ლულიჩი (46), 2:1 მაიუკა (94)
გაძევება: ბისტროვი (69)

პაოკ-ცსკა 0:1
პაოკ: ხალკიასი (46. კრეშიჩი) - შნაუცნერი, სირილო, კონტრერასი, ლინო - ვიტოლო, პაბლო გარსია - ცუკალასი, ივიჩი (70. ათანასიადისი), ვიერინია - სალპინგიდისი.
ცსკა: აკინფეევი - ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შენნიკოვი, შემბერასი - ტოშიჩი (90. ა. ბერეზუცკი), მამაევი, ცაუნია (66. ალდონინი) - დუმბია (85. ძაგოევი), ნეციდი.
გოლი: 0:1 ნეციდი (29)

სევილია-პორტუ 1:2
სევილია: პალოპი - კასერესი, ს. სანჩესი, ფასიო, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი (78. რომარიკი), მედელი, პეროტი (86. კაპელი) - ლუიშ ფაბიანო (74. ნეგრედო), კანუტე.
პორტუ: ელტონი - ზეპუნარუ, როლანდო, ოტამენდი, ფუსილე - ბელუში (86. ალვარო პერეირა), ფერნანდო, ჟოაო მოუტინიო - ვარელა (69. გუარინი), ჰალკი, ხ. როდრიგესი (60. კ. როდრიგესი).
გოლები: 0:1 როლანდო (58), 1:1 კანუტე (65), 1:2 გუარინი (85)

რეინჯერსი-სპორტინგი 1:1
რეინჯერსი: მაკგრეგორი - ფოსტერი, ბუღერა, უეირი, პაპაცი - ვიტეკერი, ედუ, დევისი, ვეისი - დიუფი - ლაფერტი.
სპორტინგი: რუი პატრისიო - ჟოაო პერეირა, დანიელ კარიშო, პოლგა, ევალდო - მანიშე (77. ფერნანდესი), პედრო მენდეში, საპატერი, კრიშტიანო (74. სალეირო) - ელდერ პოშტიგა (86. დიოგო), დიალო.
გოლები: 1:0 ვიტეკერი (66), 1:1 ფერნანდესი (89)

სპარტა-ლივერპული 0:0
სპარტა: ბლაჟეკი - კუშნირი, რჟეპკა, ბრაბეცი, პამიჩი - კერიჩი (73. სიონკო), ვაჩეკი, მატიოვსკი (92. პეხარტი), კადლეცი (88. ზემანი) - აბენა - კვეუკე.
ლივერპული: რეინა - ჯონსონი, კარაგერი, კირიაკოსი, უილსონი - კიუიტი, ლუკასი, მაქსი როდრიგესი - აურელიო (37. კოული), მეირელეში - ნგოგი (83. შკრტელი).

ლილი-პსვ 2:2
ლილი: ლანდრო - დებიუში (76. ბერია), ჩედჯუ, როზენალი, ემერსონი - ვანდამი (70. კაბაიე), დიუმონი, გიე - ფრო (83. ჟერვინიო), დე მელო, ობრანიაკი.
პსვ: ისაკსონი - მანოლევი, როდრიგესი, ბოუმა (86. მარსელო), პიეტერსი - ჰატჩინსონი, ტოივონენი, ენგელაარი (67. ვუიტერსი) - ლენსი (67. ბაკალი), ბერგი, ჯუჯაკი.
გოლები: 1:0 გიე (6), 2:0 დე მელო (31), 2:1 ბოუმა (83), 2:2 ტოივონენი (84)



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული