ევროპალიგის პლეი ოფის კენჭისყრა 5 აგვისტოს გაიმართება და ჯერ 44 მონაწილე გუნდიდან უმეტესობის ვინაობა ცნობილი არ არის. ამიტომ შეუძლებელია "დინამოს" სავარაუდო მეტოქეებზე საუბარი.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ თბილისის "დინამო" 22 წყვილში განუთესავთა შორის იქნება, მისი საკლუბო რეიტინგი 5,875 ბალია. უკვე ცნობილია, რომ განთესილი იქნება ბელორუსის ჩემპიონი ბატე (34 ბალი), რომელიც ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქეა.