ჯანო ანანიძე ამსტერდამში [+VIDEO]

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ევროპის ლიგის მერვედფინალშია და მარტში ამსტერდამის "აიაქსს" დაუპირისპირდება. გახსოვთ, ალბათ, ერთი კვირის წინ სწორედ ევროპის ლიგის ქართველი დებიუტანტის გოლის წყალობით რუსულმა კლუბმა შვეიცარიაში დაამარცხა "ბაზელი" 3:2.

ანანიძემ ამჯერად 90 წუთი ითამაშა, მართალია, საერთო ჯამში კარგად არ უთამაშია, მაგრამ ორი ძალიან კარგი პასი მაინც გააკეთა - მე-11 წუთზე მაკგიდი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ირლანდიელს კონსტანცომ ბოლო წამს დაასწრო. 71-ე წუთზე კი ჩვენებურმა ალექსი მოძებნა, რომელმაც მეკარეს მოატყუა, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად ზედმეტი პასი გააკეთა და სუპერმომენტიც
დაიკარგა. სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ "სპარტაკმა" კინაღამ გაანიავა შვეიცარიაში მოპოვებული უპირატესობა, სკოტ ჩიპერფილდის გოლის (მე-14 წუთი) შემდეგ მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა (თუმცა "ბაზელს" არც ეს ანგარიში აწყობდა), მაკგიდიმ გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა - 1:1.

ახლა რუსთა სახალხო გუნდი 10 და 17 მარტს ჰოლანდიურ გრანდ "აიაქსს" ხვდება, რომელსაც საერთოდ არ გასჭირვებია "ანდერლეხტის" ძლევა (ამ დაპირისპირების გამარჯვებული, ფაქტობრივად, ერთი კვირის წინ გაირკვა), პირველი თამაში ამსტერდამშია.

თამაშის შემდეგ ვალერი კარპინი ძალზე უკმაყოფილო იყო: "სანამ გასახდელში, როგორც საჭიროა, არ დაელაპარაკები ფეხბურთელებს, არაფერი გამოდის. "ბაზელი" მაინც გავიარეთ, მაგრამ ნერვული თამაში კი გამოგვივიდა. აღარ ვიცი რა ვუყო ამ ფეხბურთელებს, იქნებ რომელიმე მათგანი უნდა ვცემო კიდეც", - დაიჩივლა "სპარტაკის" დამრიგებელმა. სხვათა შორის, ამ თამაშში "სპარტაკის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა რაფაელ კარიოკამ არ ითამაშა, იმიტომ, რომ... სიცივეში თამაშის ხასიათზე ვერ არის.

ლისაბონში "რეინჯერსმა" სასწაულებრივ მოიპოვა მერვედფინალის საგზური, შოტლანდიელები 1:2-ს აგებდნენ, როცა, თამაშის 92-ე წუთზე მორის ედუმ დევიდ ჰილის პასით ახლო მანძილიდან გაიტანა "სპორტინგის" კარში. "რეინჯერსი" მეტოქის მოედანზე გატანილი მეტი გოლის წყალობით აგრძელებს ბრძოლას. ეინდჰოვენში პსვ-მა 10-კაციან "ლილს" აჯობა და ორი მატჩის ჯამში 5:3 გაიმარჯვა. "ლილს" ამ თამაშის პირველი გოლის ავტორი პიერ-ალენ ფრო გაუძევეს. ლივერპულში პრაღის "სპარტამ" თითქმის 180 წუთი გაუძლო "ლივერპულს", მაგრამ საპასუხო თამაშის მიწურულს რაულ მეირელეშმა კუთხური ჩააწოდა, ბურთს თავი კი დირკ კიუიტმა დაჰკრა და კენი დალგლიშის გუნდი მერვედფინალშია. სანკტ პეტერბურგში რომან შიროკოვმა "ზენიტი" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, მისი გოლი "იანგ ბოისის" კარში მესამე და გადამწყვეტი აღმოჩნდა - 3:1 და ორი მატჩის ჯამში, 4:3 რუსული კლუბის სასარგებლოდ. გერმანულმა "ლევერკუზენმა" უკრაინულ "მეტალისტს" ორი მატჩის ჯამში 6:0 მოუგო, ბოლო, მე-6 გოლი მიხაელ ბალაკის ანგარიშზეა.


ევროპის ლიგა. პლეი ოფი. I წრე. საპასუხო მატჩები
ზენიტი-იანგ ბოისი 3:1 (1:2)
ზენიტი: მალაფეევი - ანიუკოვი, ბრუნო ალვეში, ფერნანდო მეირა, ლუკოვიჩი - სემაკი, დენისოვი, შიროკოვი (83. ჰუსტი), ზირიანოვი (72. იონოვი) - ლაზოვიჩი (92. ფაიზულინი), დანი.
იანგ ბოისი: ვიოლფლი - დუდარი, აფოლტერი, ჟემალი - ზუტერი, დუბაი, შპიხერი, რაიმონდი (79. კ. შნოული) - დეგენი (79. მაიუკა), ბიენვენიუ, ლულიჩი (85. მ. შნოული)
გოლები: 0:1 ჟემალი (21), 1:1 ლაზოვიჩი (41), 2:1 სემაკი (52), 3:1 შიროკოვი (76)

ლევერკუზენი-მეტალისტი 2:0 (4:0)
ლევერკუზენი: ადლერი - ვიდა, შვააბი, ფრიდრიხი, კასტრო - ბალაკი, ბენდერი (46. ვიდალი) - რენატო აუგუსტო (64. და კოშტა), როლფესი (64. კამპლი), იორგენსენი - კისლინგი.
მეტალისტი: დიშლიენკოვიჩი - რომანჩუკი, ობრადოვიჩი, გიე, ფინინიო - ოლინიკი, კლეიტონი (76. ვორობეი), შელაევი, ბლანკო - ტაისონი (57. ვალიაევი) - დევიჩი (57. კრისტალდო).
გოლები: 1:0 როლფესი (47), 2:0 ბალაკი (70)

ლივერპული-სპარტა 1:0 (0:0)
ლივერპული: რეინა - კელი (46. კარაგერი), კირიაკოსი, აგერი (85. შკრტელი), უილსონი - პოულსენი (65. სპირინგი), ლუკასი - კიუიტი, რაულ მეირელეში, ჯ. კოული - ნგოგი.
სპარტა: ბლაჟეკი - კუშნირი, რჟეპკა, ბრაბეცი, პამიჩი (90. კერიჩი) - ვაჩეკი - სიონკო (74. პოდანი), მატიოვსკი, აბენა (78. პეხარტი), კადლეცი - კვეუკე.
გოლი: 1:0 კიუიტი (86)

პსვ-ლილი 3:1 (2:2)
პსვ: ისაკსონი - მანოლევი, მარსელო, ბოუმა, პიეტერსი - ენგელაარი (81. ვუიტენსი), ჰატჩინსონი - ლენსი, ტოივონენი, ჯუჯაკი (87. ბაკალი) - ბერგი.
ლილი: მოუკო - ვანდამი, როზენალი, რამი (77. ჩედჯუ), ემერსონი - დიუმონი, მავუბა (65. ჰაზარდი), გიე - ფრო, დე მელო (69. სოუ), ობრანიაკი.
გოლები: 0:1 ფრო (22), 1:1 ჯუჯაკი (55), 2:1 ლენსი (67), 3:1 მარსელო (73)
გაძევება: ფრო (62)

სპარტაკი-ბაზელი 1:1 (3:2) [იხილეთ ვიდეო]
სპარტაკი: დიკანი - კ. კომბაროვი, როხო, სუხი, მაკეევი (80. იაკოვლევი) - შეშუკოვი - მაკგიდი, ანანიძე, ალექსი, დ. კომბაროვი - ძიუბა.
ბაზელი: კოსტანცო - შტაინჰოფერი, კუსუნგა, აბრაამი, საფარი - ტემბო (67. ფრაი), ჩაკა (76. იაპი), კაბრალი, შტოკერი - ზუა, ჩიპერფილდი.
გოლები: 0:1 ჩიპერფილდი (15), 1:1 მაკგიდი (91)

სპორტინგი-რეინჯერსი 2:2 (1:1)
სპორტინგი: პატრისიო - ჟოაო პერეირა, პოლგა, ტორსილიერი, ევალდო - პედრო მენდეში (81. სალეირო) - აბელი, ფერნანდესი (91. ნუნუ კოელიო), ზაპატერი, დიალო - ელდერ პოშტიგა (87. ანდრე სანტოსი).
რეინჯერსი: მაკგრეგორი - ფოსტერი, ბუღერა, უეირი (70. ლაფერტი), პაპაცი - ბარტლეი - უიტაკერი, დევისი, ფლეკი (71. ვეისი), ედუ - დიუფი (82. ჰილი).
გოლები: 0:1 დიუფი (19), 1:1 პედრო მენდეში (42), 2:1 დიალო (83), 2:2 ედუ (92)


აიაქსი-ანდერლეხტი 2:0 (3:0)
აიაქსი: სტეკელენბურგი (46. ვერჰოევენი) - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბლინდი - ენო (16. ლინდგრენი), დე იონგი - ერიქსენი - სულეიმანი, ელ ჰამდაუი, ებესილიო (71. დე ზეუვი).
ანდერლეხტი: პროტო - ვასილევსკი (72. დე სუტერი), მაზუხი, იუჰაცი, ლესიაკსი - ჟილე, კუიატე, ბილია, კანუ (77. მარეჩეკი) - სუარესი, ლუკაკუ.
გოლები: 1:0 სულეიმანი (11), 2:0 სულეიმანი (17)

ბრაგა-ლეხი 2:0 (0:1)
ბრაგა: არტური - მიგელ გარსია, ა. როდრიგესი, კაკა, სილვიო - ალანი (82. ელდერსონი), ვიანა, კუსტოდიო, მოსორო (69. ლეანდრო სალინო), ბარბოზა (68. პაულუ სეზარი) - ლიმა.
ლეხი: კოტოროვსკი - ვოლაკიევიჩი (61. კიელბი), ბოსაცკი, არბოლედა, გონჩარჟიკი - ინიაცი (46. ვილკი), ჯურჯევიჩი - კიკუტი, შტილიჩი (71. უბიპარიპი), კრივეტცი - რუდნიევსი.
გოლები: 1:0 ალანი (8), 2:0 ლიმა (36)
გაძევება: კიკუტი (87)

დინამო-ბეშიქთაში 4:0 (4:1)
დინამო: შოვკოვსკი - დანილო სილვა, იუსუფი, ლეანდრო ალმეიდა, პოპოვი - გუსევი, ერიომენკო, ვუკოიევიჩი, იარმოლენკო (63. ნინკოვიჩი) - შევჩენკო (77. ზოზულია), მილევსკი (69. კრავეცი).
ბეშიქთაში: რუშთუ - ჰიბერტი, ფერარი (59. იბრაჰიმ თორამანი), შივოკი, ისმაილ კიოიბაში - ერნსტი, აურელიო, ნესიპი - გუტი (72. ონიურ ბაირამოგლუ) - ბობო, უგო ალმეიდა (58. ნობრე).
გოლები: 1:0 ვუკოიევიჩი, 2:0 იარმოლენკო (55), 3:0 გუსევი (64), 4:0 შევჩენკო (74)

სიტი-არისი 3:0 (0:0)
სიტი: ჰარტი - ბოატენგი, კომპანი (35. საბალეტა), ლესკოტი, კოლაროვი - სილვა (80. რაიტ-ფილიპსი), ი. ტურე, ბერი - ტევესი (79. ვიეირა), ჯეკო, ბალოტელი.
არისი: სიფაკისი - ვანგიელი, რონალდო, ლაზარიდისი, მიჩელი - ნეტო (80. კაზნაფერისი), პრიტასი, ფატი, საკატა (46. მენდრინოსი) - ტოია, ბობადილია (61. კოკე).
გოლები: 1:0 ჯეკო (7), 2:0 ჯეკო (12), 3:0 ი. ტურე (75)

პსჟ-ბატე 0:0 (2:2)
პსჟ: ედელი - სეარა, კამარა, არმანი, ტიენე - შანტომი, კლემანი - მორისი (83. მაკონდა), ბოდმერი (63. კებანო), ლუინდულა - მევლუთ ერდინჩი (67. ოარო).
ბატე: გუტორი - იურევიჩი, შიტოვი, შიმიჩი, ბორდაჩევი - ვოლოდკო, ლიხტაროვიჩი (61. გორდეიჩუკი) - რენანი (77. სკავიში), რუდიკი (66. ოლეხნოვიჩი), ნეხაიჩიკი - როდიონოვი.

შტუტგარტი-ბენფიკა 0:2 (1:2)
შტუტგარტი: ციგლერი (52. ულრაიხი) - ბულაჰრუზი (61. გებჰარტი), ნიდერმაიერი, დელპიერი, მოლინარო - ტრაში, კუზმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (78. ელსონი), ოკაზაკი - შიპლოკი.
ბენფიკა: რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, სიდნეი, კოენტრაო - სალვიო, აიმარი (73. მარტინში), აირტონი, გაიტანი - ხარა (92. ალან კარდეცი), კარდოსო (88. მენეზესი).
გოლები: 0:1 სალვიო (31), 0:2 კარდოსო (78)
გაძევება: კუზმანოვიჩი (98)

ტვენტე-რუბინი 2:2 (2:0)
ტვენტე: მიჰაილოვი - როსალესი, დუგლასი, ვიზგერჰოფი, ონიევუ - ლანდზაატი, ბრამა, იანსენი - რუიზი (73. ბაირამი), დე იონგი (93. ბუისე), ჩადლი (87. იანკო).
რუბინი: რიჟიკოვი - კალეშინი, ბოკეტი, სესარ ნავასი, ანსალდი (80. კუზმინი) - ბისტროვი (69. ნაჩო), ნობოა, რიაზანცევი - გიოკდენიზი (75. კასაევი), დიადიუნი, ლებედენკო.
გოლები: 0:1 ანსალდი (22), 0:2 ნობოა (24), 1:2 იანსენი (45), 2:2 დუგლასი (47)

ვილიარეალი-ნაპოლი 2:1 (0:0)
ვილიარეალი: დიეგო ლოპესი - გასპარი, გონსალო, მუსაჩიო, კაპდევილა - კასორლა (78. კატალა), ბრუნო, ბორხა ვალერო, კანი (81. გულონი) - ნილმარი, როსი (89. მ. რუბენი).
ნაპოლი: დე სანკტისი - კამპანარო, კრიბარი (82. მასკარა), რუისი - ცუნიგა, გარგანო, იებდა (64. პაციენცა), დოსენა - სოსა (53. კავანი), ჰამშიკი - ლავეცი.
გოლები: 0:1 ჰამშიკი (18), 1:1 ნილმარი (42), 2:1 როსი (45)


1/8 ფინალი
10 და 17 მარტი

ბენფიკა-პსჟ
დინამო-სიტი
ტვენტე-ზენიტი
ცსკა-პორტუ
პსვ-რეინჯერსი
ლევერკუზენი-ვილიარეალი
აიაქსი-სპარტაკი
ლივერპული-ბრაგა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული