სტამბოლის გუნდი მანჩესტერში მიფრინავდა, სადაც 20 ოქტომბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის შეხვედრა უნდა ჩაატაროს "მანჩესტერ იუნაიტედთან". მაგრამ, თვითმფრინავის მინის დაზიანების გამო, მისი დასმა ბუდაპეშტში გახდა საჭირო. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ფენერბაჰჩეში" აღნიშნავენ, რომ გულშემატკივრებს მშვიდად ყოფნა შეუძლიათ - მათი გუნდი "იუნაიტედთან" ითამაშებს.