ევროპალიგა. V ტურის წინ: შოთა არველაძე, ლენინგრადიდან პეტერბურგამდე

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურია. ამ ეტაპისთვის პლეი ოფის მხოლოდ ოთხი საგზურის ბედია ცნობილი - ორი ტურით ადრე გაინაღდეს საგაზაფხულო ევროთასები "შალკემ", "აიაქსმა", "ზენიტმა" და "შახტარმა".

სწორედ ამიტომაც წლევანდელი ევროპალიგის ქართული ფორმულა 3+1 (სამი ფეხბურთელი და ერთი მწვრთნელი) კინაღამ შეიცვალა. "შახტარს" ახალგაზრდების გამოცდა შეუძლია თურქულ "კონიასთან" არაფრისმომცემ მატჩში და ამასაც აპირებს. ასე მოხვდა ძირითად გუნდში გიორგი არაბიძე, მაგრამ მწვრთნელმა საბოლოოდ ლვოვში ქართველი მაინც არ წაიყვანა.

შოთა არველაძის "მაკაბი" "ზენიტს" სტუმრობს. მეტოქეს სატურნირო მოტივაცია აღარ შერჩა. აი, რა თქვა გუშინ
არველაძემ პრესკონფერენციაზე:

"თუ ამინდს არ ჩავთვლით, პეტერბურგში ძალიან თბილად დაგვხვდნენ. ჩვენ ვნახეთ "ზენიტის" ბოლო თამაშები. კარგად ვიცით, როგორ გაგვიჭირდება "პეტროვსკიზე", მაგრამ I წრის მატჩმა გვანახა, რომ "ზენიტთან" ბრძოლა შეგვიძლია. ყოველ გუნდს აქვს სუსტი მხარეები, ასეა ჩვენი მომავალი მეტოქეც და ჩვენ ამ სისუსტეების გამოყენებას შევეცდებით.

რაც შეეხება ამინდს, დიახ, ნულოვან ტემპერატურაზე თამაში ცუდია, მაგრამ ჩვენ ამინდს ვერ შევცვლით, სიცივეში თამაში ჩვენც გვიწევს ხოლმე და არა მგონია, ეს დიდი პრობლემა იყოს. კარგ ფორმაში ვართ და არც პეტერბურგში გვაქვს ცუდი შედეგის მოლოდინი. ბოლოს, როცა აქ ვიყავი, ამ ქალაქს ჯერ კიდევ ლენინგრადი ერქვა. ერმიტაჟი ასე ახლოსაა ჩვენს სასტუმროსთან, მაგრამ სამწუხაროდ, იქ წასვლის დრო არ მაქვს, თუმცა შევეცდები. გუნდის ფეხბურთელები შოკში არიან ქალაქის სილამაზის გამო".

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" ფენერბაჰჩეს" სტუმრობს, ხოლო ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" "ანდერლეხტს" მასპინძლობს. გიორგი ქვილითაია "გენკთან" მატჩში, ავსტრიული მედიის ინფორმაციით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ხუთშაბათი. 24 ნოემბერი
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ზორია 20:00
მანჩესტერი-ფეიენოორდი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფეიენოორდი 4 2 1 1 3-2 7
2. ფენერბაჰჩე 4 2 1 1 5-6 7
3. მანჩესტერი 4 2 0 2 6-4 6
4. ზორია 4 0 2 2 2-4 2

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
ფეიენოორდი-ფენერბაჰჩე, ზორია-მანჩესტერი.

B ჯგუფი
ასტანა-აპოელ 20:00
ოლიმპიაკოსი-იანგ ბოისი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 4 3 0 1 5-4 9
2. ოლიმპიაკოსი 4 2 1 1 6-3 7
3. იანგ ბოისი 4 1 1 2 3-3 4
4. ასტანა 4 0 2 2 3-7 2

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
იანგ ბოისი-ასტანა, აპოელ-ოლიმპიაკოსი.

C ჯგუფი
გაბალა-ანდერლეხტი 20:00
სტ. ეტიენი-მაინცი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ანდერლეხტი 4 2 2 0 11-4 8
2. სტ. ეტიენი 4 2 2 0 5-3 8
3. მაინცი 4 1 2 1 6-10 5
4. გაბალა 4 0 0 4 4-9 0

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
მაინცი-გაბალა, ანდერლეხტი-სენტ ეტიენი.

D ჯგუფი
ზენიტი-მაკაბი 20:00
დანდალკი-ალკმაარი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 4 4 0 0 13-5 12
2. მაკაბი 4 1 1 2 5-6 4
3. დანდალკი 4 1 1 2 4-5 4
4. ალკმაარი 4 0 2 2 2-8 2

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
ალკმაარი-ზენიტი, მაკაბი-დანდალკი.

E ჯგუფი
რომა-პლზენი 00:05
აუსტრია-ასტრა 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. რომა 4 2 2 0 12-6 8
2. აუსტრია 4 1 2 1 8-9 5
3. ასტრა 4 1 1 2 5-9 4
4. პლზენი 4 0 3 1 3-4 3

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
პლზენი-აუსტრია, ასტრა-რომა.

F ჯგუფი
გენკი-რაპიდი 00:05
ბილბაო-სასუოლო 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 4 2 0 2 10-9 6
2. ბილბაო 4 2 0 2 6-8 6
3. სასუოლო 4 1 2 1 7-6 5
4. რაპიდი 4 1 2 1 6-6 5

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
რაპიდი-ბილბაო, სასუოლო-გენკი.

G ჯგუფი
სელტა-სტანდარდი 22:00
აიაქსი-პანათინაიკოსი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. აიაქსი 4 3 1 0 8-5 10
2. სტანდარდი 4 1 2 1 6-4 5
3. სელტა 4 1 2 1 7-6 5
4. პანათინაიკოსი 4 0 1 3 3-9 1

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
სტანდარდი-აიაქსი, პანათინაიკოსი-სელტა.

H ჯგუფი
შახტარი-კონია 22:00
გენტი-ბრაგა 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 4 4 0 0 13-3 12
2. ბრაგა 4 1 2 1 5-5 5
3. გენტი 4 1 1 2 6-11 4
4. კონია 4 0 1 3 2-7 1

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
კონია-გენტი, ბრაგა-შახტარი.

I ჯგუფი
კრასნოდარი-ზალცბურგი 22:00
შალკე-ნიცა 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 4 4 0 0 7-1 12
2. კრასნოდარი 4 2 0 2 6-5 6
3. ზალცბურგი 4 1 0 3 3-5 3
4. ნიცა 4 1 0 3 3-8 3

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
ზალცბურგი-შალკე, ნიცა-კრასნოდარი.

J ჯგუფი
ლიბერეცი-ყარაბაღი 22:00
ფიორენტინა-პაოკ 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 4 3 1 0 11-2 10
2. ყარაბაღი 4 2 1 1 6-7 7
3. პაოკ 4 1 1 2 2-4 4
4. ლიბერეცი 4 0 1 3 4-10 1

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
ყარაბაღი-ფიორენტინა, პაოკ-ლიბერეცი.

K ჯგუფი
ბეერ შევა-ინტერი 22:00
სპარტა-საუთჰემპტონი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. სპარტა 4 3 0 1 6-4 9
2. საუთჰემპტონი 4 2 1 1 5-2 7
3. ბეერ შევა 4 1 1 2 2-3 4
4. ინტერი 4 1 0 3 3-7 3

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
ინტერი-სპარტა, საუთჰემპტონი-ბეერ შევა.

L ჯგუფი
სტიაუა-ოსმანლი 22:00
ციურიხი-ვილიარეალი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ოსმანლი 4 2 1 1 7-5 7
2. ვილიარეალი 4 1 2 1 6-6 5
3. ციურიხი 4 1 2 1 4-4 5
4. სტიაუა 4 0 3 1 2-4 3

ბოლო ტური
8 დეკემბერი:
ოსმანლი-ციურიხი, ვილიარეალი-სტიაუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები შოთი!!!
saakadze
17:37 24-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული