U17. საქართველოს ნაკრებმა მინსკის ტურნირი ისრაელთან განადგურებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, დღეს, 16 იანვარს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და ისრაელთან 0:4 დამარცხდა.

მეტოქემ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა დახანის გოლით, კარზევმა დუბლი შეასრულა (27-ე და 53-ე წუთებზე), ხოლო მატჩის მიწურულს მაიდოუბმა გამოიჩინა თავი.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: თვალოძე, მელიქიშვილი (ხარაიშვილი 55), წაქაძე, გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (აშორდია 65), ჩარკვიანი (თუდები 55), მექვაბიშვილი (ლორთქიფანიძე 65), დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი (ჯანგველაძე 59)

სათადარიგონი: ბახტაძე, ბაქრაძე, აზაროვი, ქუთათელაძე.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლიტვამ 2:1
დაამარცხა უკრაინა. მომდევნო მატჩს ქართველი 17-წლამდელები სწორედ ლიტვასთან ჩაატარებენ 17 იანვარს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ ბილეთების ფულს რატო ხარჯავთ? ხო ხედავთ არაფერი გამოდის თქვენგან, ერთი თქვენ ხართ ფეხბურთელები და მეორე ჩემი მეზობელი ნოდარაა გამგებელი))) არაფერი გეშველებათ ბიჭებოო არაფერი, არ გეცყინოთ მარა თქვენც ხო ხვდებით რო მარტო უბანში უნდა ითამაშოთ, კარგით რაა არ გცხვენიათ მაინც?? ჭადრაკი, ნარდი, ბურა , სეკა რამე ამოირჩიეტ და მიაწექით რა
lua lua
20:48 16-01-2017
0
anti fexburts astavlian bavshvebs, mati trenerebi garozgo unda, fexburt unda moazilo ra xelfaszea saubari, ukve meramdene sirzxvili.
gela
21:17 16-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული