საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან ერთად.
ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებს.
შესარჩევი ციკლი 2017 წლის მარტიდან დაიწყება, ტურნირის ფინალურ სტადიას კი იტალია და სან-მარინო უმასპინძლებენ.