გიორგი ნემსაძე: პერსპექტივას ვხედავ, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ნემსაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- რა არის თქვენი მიზანი და მისია დაკავებულ პოსტზე, როგორია თქვენი მოლოდინები და, კონკრეტულად, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ ამ ნაკრების განსავითარებლად?

- წელს, თბილისში, ოქტომბერში ელიტრაუნდი ტარდება და მიზანი ამ ჯგუფიდან გასვლაა. იტალია, მონტენეგრო, ლატვია გვყვანან ჯგუფში და ვერავისზე იტყვი, სუსტიაო... უპირველესი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, შემდეგ კი ახალ
მიზნებსაც დავისახავთ.

ამ ნაკრებში პერსპექტივას ვხედავ, მაგრამ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი. "მინსკის ტურნირზე" ნაჩვენები შედეგით, ცხადია, უკმაყოფილო ვარ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ის მინუსები დავინახე, რომლის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ.

სრული ინტრნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - გიორგი ნემსაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნემსო მწვრთნელობა შენი საქმე არ არის, სხვა გზა მონახე ცხოვრებაში.
megobari
10:09 06-02-2017
0
აშკარად ბევრად უკეთესი ბავშვები არ წაიყვანე ჩემო კარგო რას ჰქვია ვინც მჭირდებოდა .ისგამოვიძახე სახლში ნადზე ხომ არ ეძახდი
გოგი
11:33 05-02-2017
0

სიახლეები პოპულარული