დავით ჭკადუა: ეს ალბათ ჩვენი, გულშემატკივრების ერთგვარი პატივისცემაცაა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" გამარჯვებული დავით ჭკადუა საქართველოს ნაკრების მაისურით დაასაჩუქრა.

- გიორგი ნემსაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

Sportall.ge-ზე ნემსაძისთვის კითხვების დასმა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავარმა მწვრთნელმა დასმული კითხვებიდან საუკეთესოს ავტორი თავად შეარჩია.

აღსანიშნავია, რომ დავით ჭკადუამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" უკვე მეორე მაისური მოიგო და ამასთან დაკავშირებით, მას კომენტარის გაკეთებაც ვთხოვეთ.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სასიამოვნოა მსგავსი რუბრიკის არსებობა, რადგან იგი უზრუნველყოფს გულშემატკივრისა და ფეხბურთელის თუ მწვრთნელის ერთმანეთთან დაახლოებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სპორტის
განვითარებას უწყობს ხელს.

სასიამოვნოა ისიც, რომ გულშემატკივრების მიერ დასმულ კითხვებს რესპონდენტები სერიოზულად უდგებიან და ყოველთვის ამომწურავ პასუხებს გვცემენ. კარგია ისიც, რომ პრიზით გვაჯილდოებენ. ეს ალბათ ჩვენი, გულშემატკივრების ერთგვარი პატივისცემაცაა.

ვერ გეტყვით, რომ რუბრიკაში მეორედ გამარჯვებას ველოდი, მაგრამ ეტყობა, რესპონდენტებს კარგ კითხვებს ვუსვამ და მიხარია, თუ ასეა", - გვითხრა ჭკადუამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძველი მაიკა აჩუქეთ ბაღანას? კუპერის დროინდელი
ტიაგო
19:40 14-02-2017
0

სიახლეები პოპულარული