გიორგი ნემსაძემ 17-წლამდელთა ნაკრებში უცხოეთში მცხოვრები 6 ქართველი გამოიძახა

AutoSharing Option
24 თებერვლიდან ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 10-დღიან შეკრებას მოაწყობს.

ვარჯიშების გარდა, ნაკრების მწვრთნელი კანდიდატებს ორ ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება: 2 მარტს თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდება, 4 მარტს კი - თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდს.

მინსკის ტურნირისგან განსხვავებით, გიორგი ნემსაძემ ბევრი ცვლილება განახორციელა და სიახლეა ისიც, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მუშაობით, შესაძლებელი გახდა ამ შეკრებაზე უცხოეთში მცხოვრები ექვსი ქართველი ფეხბურთელის გამოძახებაც.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების საბოლოო 24-კაციანი სია ასეთია:

ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ლომინაშვილი (რუსთავი),
ზურაბ გიგაშვილი (ანკარაგიუჯუ, თურქეთი), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ლევან თოლორდავა (მერანი), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გივი მუკბანიანი (ტორპედო), შალვა ოგბაიძე (დინამო, გერმანია), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), ზურა ბაქრაძე (ლოკომოტივი), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ვახტანგ ბეზერაშვილი (ბარსელონა, ესპანეთი), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ვანო გულხადარაშვილი (დინამო თბ).

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
იგივე შედეგი იქნება, საუკეთესო ბავშვებს არ იძახებთ ნაკრებში და უკლავთ მოტივაციას,ნიჭიერი ბავშვების დრო ნეტავ როდის მოვა?
0
ნიჭიერები არასდროს
დდდ
18:55 22-02-2017
0

სიახლეები პოპულარული