[ახლო ხედით] ოცნებასთან ახლოს - ალეკო კახიძის გზა რუსეთიდან საქართველოში

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის გუნდი 25 და 27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუსეთს ეთამაშება. საქართველო წლეულს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს ორი სპარინგიც ამ ტურნირისთვის მზადების პროგრამითაა გათვალისწინებული.

19-წლამდელთა ნაკრებში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, რომლებსაც ყიფიანმა და ფეხბურთის ფედერაციამ უცხოეთში მიაკვლიეს...

დღეს "ლელო" ალექსანდრე კახიძეზე მოგითხრობთ.

ალექსანდრე (ალეკო) კახიძე დაბადებიდან რუსეთში ცხოვრობს და მეორე ლიგის ბინა
დარ "ნაციონალში" თამაშობს. ამპლუით ფლანგის მცველია.

"მამა სოხუმელია და მოსკოვში საცხოვრებლად ომის შემდეგ გადავიდა. იქ გაიცნო დედაჩემი და დაოჯახდა. მე მოსკოვში 1999 წელს დავიბადე. იქვე დავიწყე ფეხბურთზე სიარული. 5 წლიდან მოსკოვის ცსკა-ს საფეხბურთო აკადემიაში ვვარჯიშობდი. მერე მოსკოვის "ტორპედოში" გადავედი, სადაც 2012-15 წლებში ვთამაშობდი.

2016 წელს მოსკოვის "სპარტაკის" ასაკობრივ გუნდში გასინჯვაზე მიმიწვიეს და დამტოვეს. სოჭში პრემიერლიგის ასაკობრივი გუნდების ტურნირს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და თამაში მეორე ლიგის ორ გუნდში შემომთავაზეს - "დოლგოპრუდნისა" და ტვერის "ვოლგაში".

სკოლას წელს ვამთავრებ და მოსკოვიდან გადასვლა არ გამოდიოდა, მაგრამ აკადემიაში დარჩენაც არ მსურდა - დრო იყო, დიდების ფეხბურთში გადავსულიყავი და მეც "ინტერში" წავედი, რომელიც მესამე ლიგაში თამაშობს. ჩემთვის ამ ეტაპზე ესეც მისაღები ვარიანტია, რადგან დიდების ფეხბურთს ვეგუები, რაც წინსვლაში დამეხმარება", - ამბობს კახიძე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გაიზარდა, ქართულად ლაპარაკობს.

17 წლის ფეხბურთელი გვიყვება, როგორ მოხვდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში:

"საქართველოში არ ვცხოვრობ, მაგრამ აქ უამრავი ნათესავი მყავს. მათ მიაწოდეს ჩემზე ინფორმაცია 19-წლამდელთა ნაკრების მენეჯერ დათო დათუნაშვილ, რომელმაც ეს ნაკრების ხელმძღვანელობასა და ფეხბურთის ფედერაციას აცნობა.

დაინტერესდნენ, ჩემზე ცნობები შეაგროვეს და ნაკრების შეკრებაზე მიმიწვიეს.

როცა მიწვევის ამბავი შევიტყვე, ქვეყნად ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა - ბავშვობიდან საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და ახლა ეს ოცნება ნაწილობრივ ამიხდა. თუ ფეხბურთში რამე შემიძლია, ისევ ჩემს სამშობლოს უნდა მოვახმარო. დაველოდოთ და ვნახოთ, რა გამოვა ამ მცდელობიდან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალე მაგ ჯიგარ სულში წარმატებები გქონოდეს ძამო სულ და სულ,,,,მოათრიეთ ერთი ის ჯიქია და აკაკი გოგია და წააკითხეთ ამ ბოვში სიტყვები 18 წლის ბაშს რამდენი ესმის და ეს ორი დოყლაპია ამისს ნახევარსაც ვერ ხვდებიან,,,
qutaiseli
17:00 22-03-2017
0
ჩემო უმაგრესო ბიჭო,მემაყები და ბედნიერი ვარ რომ მარტო ჩვენი კი არა მთელი საქართველოსი რომ ხარ,ვიცი რომ შენით სრულიად საქართველო იამაყებს
მაჭავარიანიიიიი
18:29 22-03-2017
0

სიახლეები პოპულარული