U21. საქართველო VS ისლანდია - პირველი გამოცდა "მიხეილ მესხზე"

AutoSharing Option
დღეს, 22 მარტს, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს ისლანდიის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 სთ-ზე დაიწყება და გულშემატკივარს მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის შესაძლებლობა ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ექნება.

გია გეგუჩაძის ნაკრები ისლანდიასთან სულ ორ ამხანაგურ მატჩს გეგმავს. გუნდები ხელმეორედ ერთმანეთს 25 მარტს, კვლავაც "მიხეილ მესხზე" ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (მერანი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო),
ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), დავით კობოური (დინამო), ანდრო გიორგაძე (მერანი);

ნახევარმცველები: გიორგი ზარია (დინამო), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (სიონი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ბექა მიქელთაძე (დინამო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ლუკა იმნაძე (საბურთალო).

შეგახსენებთ, რომ ევრო 2019-ის შესარჩევ ჯგუფში, რომელიც 1-ელ სექტემბერს დაიწყება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები დანია, პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა და ფარერები არიან. იქამდე გეგუჩაძის გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი 12 ივნისს, სტუმრად მონტენეგროს თანატოლთა გუნდთან აქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
kiteishvili u21 unda ikos , ra unda magas did nakrebshi, ase augdeben xolme tavshi da mere koveltvis savalalo shedegia....
giorgi
18:40 22-03-2017
0
სად ვუყურო???
გიორგი777
18:26 22-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული