17:55 25-03-2017
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაიტანა.
საქართველოს და რუსეთის 19-წლამდელები კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებენ. 27 მარტს ეს გუნდები ისევ მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ითამაშებენ.
გიორგი ყიფიანმა რუსეთთან მატჩებისთვის ეს ფეხბურთელები შეარჩია:
გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი 1906), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ნაციონალი, რუსეთი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), საბა ჯიქია (რუხი, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი 1906).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები წელს ივლისში, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ქართველი ხალხი გონიერია და როგორმე ვიღაც უჭკუოების გარეშეც დაალაგებენ სიტუაციას მეზობლებთან...