როგორც გეგუჩაძემ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ჩერნოგორიამდე, 8 ივნისს, ასევე სტუმრად ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის ნაკრების წინაღმდეგ ჩაატარებს.
- რას გეგმავთ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე?
- ივნისში არსებულ სანაკრებო პაუზას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. სიახლეა ის, რომ 8 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ვეთამაშებით. გარდა ამისა, უკე იცით, რომ 12 ივნისს სტუმრად დავუპირისპირდებით ჩერნოგორიას.
Sportall.ge გია გეგუჩაძის სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.