17– წლამდელთა ნაკრები „კუშადასის თასის“ ფინალშია

AutoSharing Option
თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს 17- წლამდელთა ნაკრები გუნდი თურქეთში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირში - "კუშადასის თასის" გათამაშებაში იღებს მონაწილეობას.

გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტი მატჩი ითამაშა. ვასილ მაისურაძის გუნდი სტამბოლის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად - 3:1 გაიმარჯვა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე A ჯგუფის პირველადგილოსანი - დასავლეთ თურქეთის ნაკრები იქნება.

ფინალური შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და ნიკა ახვლედიანის გოლით, პირველი ტაიმი მათ 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში,
საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორ ბურთამდე გიორგი როსტიაშვილმა გაზარდა. მართალია, ამის შემდეგ მეტოქემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა, სულ ცოტა ხანში, ჭიაბერ ჭეჭელაშვილის გოლის წყალობით, ქართველი ფეხბურთელები კვლავ ორი ბურთით დაწინაურდნენ, რაც ფინალში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან გუნდს აუცილებლად ორი ბურთის სხვაობით უნდა მოეგო, რომ თანაბარქულიანი აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებისთვის ბურთების სხვაობით ეჯობნა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს და კიდევ არაერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, როცა ოთხჯერ, მეტოქის კარი ძელმა იხსნა.

ვასილ მაისურაძე: "შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ბიჭები ძალიან გადაიღალნენ, რადგან ამ ტურნირზე, ოთხი დღის ინტერვალში სამი თამაში ითამაშეს, ეს დატვირთული რეჟიმი მათთვის უცხო იყო და დღევანდელ მატჩში დაღლა აშკარად დაეტყოთ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თითქმის მაქსიმალურად შეასრულეს ყველა ის დავალება, რაც მივეცით და ბოლომდე თავგანწირვით ითამაშეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია და უბრძოლველად არავინ არაფერს თმობს. დონეც საკმაოდ მაღალია. ტექნიკური მომზადებითა და საფეხბურთო აზროვნებით არავის ჩამოუვარდებით, მაგრამ მთავარი სამუშაო და გამოსასწორებელი რაც გვაქვს, ესაა ფიზიკური მომზადება. მეტოქეებთან შედარებით, აშკარად გვეტყობა, რომ ამ კომპონენტში მოვიკოჭლებთ.

თუმცა, ფინალში გასვლამ ბიჭები ისე გაახარა, რომ გარწმუნებთ, ყველაფერს გააკეთებენ ჩემპიონობის მოსაპოვებლად და გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ."


სფფ-ს პრესსამსახური




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული