დიდი უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ნემსაძის შეგირდები უგოლოდ დაშორდნენ მეტოქეს, თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებულ პენალტების სერიაში 5:3 იყოჩაღეს და დამატებით ბონუს ქულაც მოიპოვეს.
ტურნირის მომდევნო შეხვედრას ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები 29 აპრილს ჩაატარებს მასპინძელ ბელორუსთან, რომელიც ლატვიასთან 0:2 დამარცხდა.
მოლდოვასთან მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე (აბზიანიძე), აზაროვი, ჩოთალიშვილი, მექვაბიშვილი (იაკობიძე), ჩარკვიანი (მოისწრაფიშვილი), კვარაცხელია, დავითაშვილი (ჯანგველაძე), გულიაშვილი.
წყარო: gff.ge
გიორგი ნემსაძი