საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შეკრებას ბულგარეთში გაივლის

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 19-წლამდელთა ნაკრებს 10-დღიანი შეკრება დაუგეგმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და თან ბულგარეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2 ივლისს გორში ჩაატარებს პორტუგალიის წინააღმდეგ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული