გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და თან ბულგარეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2 ივლისს გორში ჩაატარებს პორტუგალიის წინააღმდეგ.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით