გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ათდღიან შეკრებას ბულგარეთში გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც 3 ივნისიდან შეკრებს.

ვარჯიშის გარდა, ქართველი ფეხბურთელები ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ მასპინძელ ბულგარეთთან - 11 და 13 ივნისს.

ევროპის ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გიორგი ყიფიანის გუნდი უკვე თბილისში, ეროვნული ლიგის მეორე წრის დასრულების შემდეგ გაივლის.

შეგახსენებთ, რომ 2-15 ივლისს საქართველო ევროპის 19-წლამდელთა პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. მატჩები თბილისსა
და გორში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის თანატოლთა ნაკრებები არიან.

მეკარეები: დავით კერესელიძე (ცხინვალი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი);

მცველები:
დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-ალფა, რუსეთი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო);

ნახევარმცველები:
ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები:
გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თორნიკე დაგარგულია (შუქურა).
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვინც აქ ასეთ საშინელ კომენტარებს წერტ- გრცხვენოდეთ! თქვენ ქართველები და გულშEმატკივრები გქვიათ? ყიფო და ბიჭებო წარმატებები! ამ უაზრო და უნიჭო ხალხის თვალი არ გეცემათ. საცოდავი ჩვენი ქვეყანა ამ უაზრო და გაუნათლებელი ხალხის ხელში!!!
gulshematkivari!
01:10 12-06-2017
0
Gio vin?
0

სიახლეები პოპულარული