ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში სიახლეა - მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თანაშემწედ გამოცდილი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი დაინიშნა.

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გუნდს ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინეს.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ზურა წარმატებული აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, რჩება ქართულ ფეხბურთში და აქვს სურვილი, რომ თავისი გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდა თაობას, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ნაკრებისათვის.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო,
რომ ზურა ინგლისში თამაშის პერიოდიდან ფიქრობდა, რომ ის კარიერას მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელებდა და ამისთვის შესაბამისი განათლება და გამოცდილებაც აქვს. ამ თაობაში ცოტაა ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტეს და მე მიხარია, რომ ზურა ჩვენთან არის და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა დადებითად აისახება ჩვენს 21-წლამდე ნაკრებზე", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

35 წლის ზურა ხიზანიშვილმა ფეხბურთელის კარიერა აზერბაიჯანულ "ინტერში" დაასრულა - გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. იქამდე კი თბილისის "დინამოში", "ლოკომოტივში", შოტლანდიურ "დანდისა" და "რეინჯერსში", ინგლისურ "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში", თურქულ "ქაისერისფორში", ასევე თბილისის "დინამოში" და "სამტრედიაში" უთამაშია.

ზურაბ ხიზანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ის ერთ-ერთი რეკორდსმენია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით (93 მატჩი).

ახალგაზრდულ ნაკრებში ზურა ხიზანიშვილის გარდა გია გეგუჩაძის ასისტენტები არიან გია ჭიაბრიშვილი, დავით ჯანელიძე და ივან ვუჩეტიჩი.

შეგხსენებთ, რომ 8 და 12 ივნისს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ჯერ ბულგარეთს ეწვევა, შემდეგ კი - მონტენეგროს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაი რომ ყოფილიყავი ქეცბა არ გაგიშვებდა. არც შენ არც ნაგირზინკინხინარ კობიაშვილს. და არც ..იაშკას.. ''თავდადებულს''.. უნამუსოები ბლ...
Tb
04 ივნისი 2017 09:57
0
ყოჩაღ. ყველაფერი ჩაწყობით როგორაა. ტიპმა ახლა გაიარა კურსები და ნაკრებში შეტენეს. საგოლ გაიოზ დარსაზეს და ხიზანიშვილის წარუმატებელი მამის საძმაკაცოს. იაშვილმაც კარგად დაიწყო ჭამა. ფთუი. გემი .. შუა ზღვა და ჩაგძიროთ კაცმა.
Tb
04 ივნისი 2017 09:54
0
ისე და ვისაც მეტნაკლებად მაღალ დონეზე და ტოპ ჩემპიონატებში უთამაშიათ მწვრთნელობას კი არ უნდა ირჩევდნენ არამედ მენეჯერი უნდა გახდეს რადგანაც მეტი კონტაქტი აქვთ, შოთასი არ იყოს, ხომ ხედავს ვერ ივარგა მწვრთნელად, შეეშვას და მენეჯერობა იტვირთოს, ისეთი ტიპია გაძვრება გამოძვრება რამეს გაჩარხავს!!!
fsiuuu
04 ივნისი 2017 01:00
0
გამოჩნდნენ “პროფესორები” კომენტარებში ჯერ ვინც ხიზანიშვილს დასცინით ეს იგივეა თავის თავი დაცინოს. მხოლოდ მარტო ხიზანას მოცემული პასი რომ დაინახეთ თავით რა სხვას არ მიუცია თუ რა? მგონი ფეხბურთში ნაკლებს რომ ერკვევით ამის შედეგია. თუმცა ფაქტია ვერატმა თუ გააკეთა ასე პასი მერე რა ის ხომ ვერატია უნდა და აკეთებს თავით პასს ან ჯონსი მარა თუ ქართველმა გააკეთა ფუი “სირცხვილი ამას რა უნსა ნაკრებში ეს როგორ გააკეთა” წავიდა რეპლიკები საცაცილოა ძმანო ჩემო განა სხვა საქართველო სად არის :D
დაცვა
04 ივნისი 2017 00:56
0
კაია,მეკარეს თავით როგორ უნდა მისცე ბურთი ასწავლის ახალგაზრდებს :)
მამუკა
03 ივნისი 2017 22:15
0
ფეხბურთელი ხო იყავი კაფუ :D
წადი რა დაგვანებე თავი
ika
03 ივნისი 2017 21:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული