მარცხი ფინალში

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კუშადასის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება ვერ შეძლო – ქართველებმა ფინალში დასავლეთ თურქეთის ნაკრებთან 0:3 წააგეს. შედეგი, რა თქმა უნდა, საწყენია, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო და თურქულმა ვოიაჟმა ეს მისია კარგად შეასრულა. ურიგო შედეგი არც მეორე ადგილია, ასეთი სხვაობით განცდილი მარცხისგან კი, იმედია, გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ.

შეგახსენებთ, სასტარტო მატჩში ქართველებმა დავით ჯიქიას, ილია კერძევაძისა და ალექსანდრე მზევაშვილის გოლებით მაკედონიელი თანატოლები 3:0 გაანადგურეს, მეორე ტურში
კი აღმოსავლეთ თურქეთის ნაკრებთან 1:1 ითამაშეს. გოლი კერძევაძის ანგარიშზეა. ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადიოდა და ბოლო ტურში მაისურაძის გუნდს სტამბოლის ნაკრებთან რაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდა. ქართველმა 17-წლამდელებმა დამაჯერებლად, 3:1 გაიმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. გოლები ნიკა ახვლედიანმა, გიორგი როსტიაშვილმა და ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გაიტანეს.

ჩვენი 17-წლამდელების მთავარი მწვრთნელი ფინალამდე გუნდის თამაშითაც კმაყოფილი იყო და ტურნირის დონითაც. მაისურაძის თქმით, შეჯიბრების მჭიდრო კალენდარმა ფეხბურთელები ცოტა დაღალა, მაგრამ გამარჯვებისთვის ცდა არ დაუკლიათ. მწვრთნელებმა ისიც შენიშნეს, რომ საქართველოს ნაკრების წევრებს ყველაზე მეტად ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობა მართებთ.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული