U21. ბულგარეთი VS საქართველო - სპარინგი სოფიაში

AutoSharing Option
დღეს, 8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ბულგარეთში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს.

შეხვედრა სოფიაში, ბულგარეთის ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის დროით 19:30 სთ-ზე დაიწყება და მის ლაივ-სთრიმს Sportall.ge წარმოგიდგენთ.

ცნობილია, რომ თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი ბულგარეთიდან მონტენეგროში გადაინაცვლებს, სადაც 12 ივნისს უკვე ამ ქვეყნის 21-წლამდელებს დაუპირისპირდება.

- გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი
მეტოქეები მესამე შესარჩევ ჯგუფში ასევე არიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაა დანაპირები?
zaza
19:35 08-06-2017
0
ლაივ სტრიმს ხომ ვერ შემოგვთავაზებდით პატივცემულო დირექციავ,მადლობა წინასწარ
maxo
14:37 08-06-2017
0

სიახლეები პოპულარული