საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, ამხანაგური შეხვედრა სტუმრად ბულგარეთში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

სოფიაში, ბულგარეთის ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 74-ე წუთზე კრისტიან პეშოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო გია გეგუჩაძის გუნდს 12 ფეხბურთელი აკლდა.

ქართველმა 21-წლამდელებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს: კუპატაძე, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, კიკნაძე (ელოშვილი), ხარაიშვილი, მოხევიშვილი (იმნაძე), ბიძინაშვილი (გვარაძე), თევზაძე, შულაია.
სათადარიგოები: ქურდაძე, კულუა, გიორბელიძე, გიორგაძე,
მაჭარაშვილი, ჩაჩუა, ართმელაძე
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გია გეგუჩაძის გუნდი ბულგარეთიდან მონტენეგროში გადაინაცვლებს, სადაც 12 ივნისს უკვე ამ ქვეყნის 21-წლამდელებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქეები მესამე შესარჩევ ჯგუფში ასევე არიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 21 /
tngh გავიწყდება რომ ეს მათი არჩევანით გაკეთებული პროფესიაა რომელიც გულშემატკივრების გულის გასახარებლათ არის გამოგონილი
როცა ამ პროფესიას ვერ ფლობ და ვერ ასრულებ მთავარ მიზანს რომ გულშემატკივრების არმია გაზარდო მაშინ თავი უნდა დაანებო
კრიტიკას შეჩვეული სქელტყავიანი უნამუსოები არ ჭირდება არანაერ სპორტს
Vova
09 ივნისი 2017 12:25
0
ისე ნელა მოძრაობდნენ მოედანზე,მეგონა ინტერნეტი ჭედავდა.დავიჯერო არ მოიძებნება საქართველოში ფეხბურთელები,ვისთვისაც ფეხბურთის თამაში სასჯელი არ არის და მოედანზე თამაში არ ეზარება?
09 ივნისი 2017 12:16
0
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჭეშმარიტ გულშემატკივარზე მეტი, ბოღმით და შურით გაბერილი ვაი-გულშემატკივარი გვყვავს. არადა, იმასაც კი არ ფიქრობენ, რომ ზედმეტი კატეგორიულობით და კრიტიკით ახალგაზრდებს საერთოდ უკარგავენ თამაშის ხალისს...
tngh
09 ივნისი 2017 10:53
0
რამდენი გოლის გატანა შეეძლოტ მაგრამ ეს ჩვენი ფეხბურტის სენია---კარში ვერ ურტყამენ წესიერად
gela
09 ივნისი 2017 10:20
0
თამაში უნდა ნახო ამათი და მერე კი დარწმუნდები ადამიანი რო რბილად რომთქვა ეგრე გაგრძელება აღარ შეიძლება.ახალგაზრდა ბიჭები და ასე ნელა მოთამაშეები მოედანზე არცერთ ევროპულ საშუალო დონის საფეხბურთო ქვეყანას არეყოლება დარწმუნებული ვარ ან რა ჯანდაბაა ეგ უკარო ფეხბურთის თამაში კარში რო ერთხელ დაარტყამ მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში და გადაცემებში უამრავ შეცდომას დაუშვებ ეგუკვე კლასის ბრალია და მეტი არაფელი ფლანგები სრულიად მოშლილი ქონდა გუნდს შეტევა ნული ერთი კარგი დარტყმა მთელ ტაიმში.და რა მნიშვნელობა აქ ერთით ნოლს წააგებ თუ ორით ნოლს. და როარ მობეზრდა ამ ხალხს კიდე ღირსეულ წაგებებზე საუბარი.კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო რომ ამბობენ ხოლმე.
quTaiseli
09 ივნისი 2017 10:18
0
"საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო"!! რა ცნობილი ფრაზებია არა!!!!, რომელსაც უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ. "ამასთან წააგო", "იმასთან წააგო", და ა.შ. მოკლედ>>>
ლომო
09 ივნისი 2017 10:11
0
სირცხვილი რატომ არის ბულგარეთში ამახანაგური თამაში 0:1 წაგება ? :D :D დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ :D
zura
09 ივნისი 2017 09:58
0
ვინც წერს რომ ახალგაზრდულ ნაკრებს "ტრავმების გამო 12 ?????!!! ფეხბურთელი აკლდა", რა გონის რომ ვინმე დაუჯერებს????
კოტე ჟღენტი
09 ივნისი 2017 09:25
0
si....rcxv...lia.bijo si....rcxv...li.
S.P
09 ივნისი 2017 08:51
0
კაცურად რატომაა გეგუჩაძე სირცხვილი ან ბულგარეთთან რომ 1-0 წააგებ ამხანაგურს,სირცხვილი, თუ პირადი ბოღმა არ გაქვს და თუ ეგრეა მაშინ სირცხვილი ყოფილა :)
avTos
09 ივნისი 2017 08:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული