U19. საქართველოს ნაკრები: ორმხრივი მატჩი, მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საქართველოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს. 26 ივნისს გიორგი ყიფიანის გუნდმა ორმხრივი საწვრთნელი მატჩი გამართა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გუნდის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ამჟამად 22 ფეხბურთელია, საიდანაც განაცხადისთვის 18 შეირჩევა.

2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

მატჩები თბილისსა და გორში ჩატარდება. თბილისში საფეხბურთო შეხვედრები, მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონის გარდა, დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართება. გორის
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი კი ოთხ შეხვედრას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), ალექსანდრე კახიძე (ინტერ-მოსკოვი, რუსეთი);
ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

უეფას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი:
A ჯგუფი
02.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
შვედეთი - ჩეხეთი

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
საქართველო - პორტუგალია

05.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
საქართველო - შვედეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ჩეხეთი - პორტუგალია

08.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00
ჩეხეთი - საქართველო

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
პორტუგალია - შვედეთი

B ჯგუფი
03.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 17:30
ბულგარეთი - ინგლისი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
გერმანია - ჰოლანდია

06.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 2", 17:30
ინგლისი - ჰოლანდია

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
გერმანია - ბულგარეთი

09.07.17
გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 20:00
ჰოლანდია - ბულგარეთი

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი", 20:00
ინგლისი - გერმანია

ნახევარფინალები
12.07.2017
"დავით პეტრიაშვილი", 17:00

12.07.2017
თბილისი, "მიხეილ მესხი 1", 20:00

ფინალი
15.07.2017
"მიხეილ მესხი 1" - 20:00.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ ფეხბურთში სუბიექტივიზმი სულ იყო და იქნება ამას ვერც კობი უშველის და ვერც ჯორდანო ბრუნო შენ უნდა შეიცვალო მენტალობა მწვრთნელმა.
quTaiseli
28 ივნისი 2017 17:36
0
შემოდგომაზე რომ ჩაატარეთ საერთაშორისო ტურნირი და უსამართლო სელექციის შედეგად შეირცხვინეთ თავი, აბა თქვენ იცით, ახლაც იგივე გაიმეორეთ!
კობიაშვილს
28 ივნისი 2017 17:22
0
შემოდგომაზე რომ ჩაატარეთ საერთაშორისო ტურნირი და უსამართლო სელექციის შედეგად შეირცხვინეთ თავი, აბა თქვენ იცით, ახლაც იგივე გაიმეორეთ!
კობიაშვილს
28 ივნისი 2017 17:19
0
ამ შემადგენლობიდან ნახევარი მაინც რომ იყოს უპატრონობით და თავისი დამსახურებით, კიდე შეიძლება რამის იმედი გვქონდეს, ოღონდ ახლა არაბიძის და ჩაკვეტაძის გარდა რათქმა უნდა.
სამართლიანობაზე მეოცნებე
28 ივნისი 2017 16:56
0
როდემდე უნდა იყოს ნაკრებ გუნდებში საბურთალოს დომინანტობა? 6 ფეხბურთელია გუნდიდან, რომელიც 19 წლამდელების გათამაშებაში ბევრად ჩამორცებიან დინამოსაც და ლოკომოტივსაც. ლოკომოტივიდან მხოლოდ 3 ფეხბურთელი და დინამოდან 3. სირცხვილია ნამდვილად.
ფედერაციას
28 ივნისი 2017 15:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული