აკაკი გოგია საქართველოს U21– ში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 21- წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ოთარ გაბელიამ, ავსტრიის ოთხთა ტურნირზე გამგზავრების წინ, ნაკრებში ოფიციალურად მოიწვია გერმანული "ვოლსფსბურგის" ფეხბურთელი - აკაკი გოგია.

საპასუხოდ, სფფ- ში მოვიდა გოგიას წერილი, სადაც ის უარს ამბობს ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში თამაშზე.

ამ საკითხზე, ოფიციალური კომენტარი გააკეთა სფფ- ს ტექნიკურმა დირექტორმა - ნიკოლოზ ჩხეიძემ.

"აკაკი გოგიას ჩვენ გავუგზავნეთ ოფიციალური მოწვევა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ავსტრიის ოთხთა ტურნირისთვის. მისგან კი, საპასუხოდ მივიღეთ წერილი, სადაც გვატყობინებს, რომ ამ ეტაპზე, თავს იკავებს საქართველოს ნაკრებში თამაშ
ისგან, რადგან გერმანიის U20- ის შემადგენლობაში გამოდის. თუმცა, სფფ აგრძელებს მუშაობას, რომ აკაკი გოგიამ სამომავლოდ მაინც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში,"- აცხადებს ჩხეიძე.


სფფ- ს პრესსამსახური


მკითხველის კომენტარები / 12 /
საიტის ადმინისტრაციას მივმარტავ! რა პონტში აფარებთ ამას ეხლა ხელს. ან ვინ თარგმნა ეს შიგააქ? გერმანულად წავიკითხე ამის წერილი მე და იმაზე არაფერი არ წერია რო არ შეიუძლია ან არ უშვებენ! არ მინდა თამაშიო საქართველოს ნაკრებშიო ესე აქვს ნათქვამი. მოღალატეა აბა რა ჩემი ყ.ლ.ე.ა
0
ეგრეც არაა აქამდე სად იყვნენ თუ ეხლა გაახსენდათ რომ სადგაც გერმანიაში ქართველი თამაშობს ??? ღალატი ფეხბურთის თამაშით არ გამოიხატება არ უნდა ბიჯს და ვერც გაამტყუნებს ვერავინ !!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული