- გიორგი ყიფიანი: არა მგონია, არაბიძესა და ჩაკვეტაძეს გუნდური თამაშის პრობლემა ჰქონდეთ
- ევროპის ჩემპიონატის დაწყებას როგორი განწყობით ელოდებით?
- განწყობა განსაკუთრებულია, რადგან საქართველოში ევროპის ჩემპიონატის გამართვა დიდი მოვლენაა. იმედი გვაქვს, რომ ხალხი მოვა და გაგვამხნევებს. ბიჭებიც მობილიზებულები ვართ.
- მაინც რა შედეგს ელოდებით?
- წინასწარ ლაპარაკი ძნელია, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს,
- ბევრი ფიქრობდა: რადგან არაბიძე ეროვნულ ნაკრებში დააწინაურეს, 19-წლამდელებში აღარ ითამაშებსო...
- ძალიან არასწორად უფიქრიათ. საქართველოს რომელ ნაკრებშიც უნდა ვითამაშო, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერებაა. ამაზე უარს არ ვიტყვი! მით უფრო, რომ გიორგი ყიფიანმა გამომიძახა და ამ ნდობისთვის მისი მადლიერი ვარ.
- ევროპის ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთელისთვის თავის გამოჩენის საუკეთესო შანსია...
- ...და სწორედ ამ შანსისთვის ყიფიანს მადლობას ვუხდი. ვეცდები, ნდობა კარგი თამაშით გავამართლო. ან როგორ არ უნდა გინდოდეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში, როცა შეგიძლია, ამით შენს ქვეყანას სამსახური გაუწიო, დაეხმარო და სიხარული მოუტანო.
- როგორც ჩანს, თქვენი და გიორგი ყიფიანის ურთიერთობა დალაგდა...
- ეს მეც ძალიან მიხარია (იცინის). შემიძლია ვთქვა, რომ უკვე "ჯიგრული" ურთიერთობა გვაქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"