საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთებს გადამყიდველები 40 ლარად ყიდიან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს, 2 ივლისს, ქალაქ გორში ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი გადამყიდველებს აქვთ.

ამ წუთებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამყიდველები არიან და ბილეთს, რომელიც სალაროში 2 ლარი ღირდა, მინიმუმ 40 ლარად აფასებენ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ბილეთები უნდა წაართვა და პანღურით გაისტუმრო!!!
tngh
19:26 02-07-2017
0
დავიჯერო არანაირი ბერკეტი არ არსებობს მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად?ყველა რაიმე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხდება ეს,ფეხბურთი იქნება თუ რაგბი.ესენი ჩასაფრებულები არიან და მერე ნამდვილი გულშემატკივარი ბილეთს ვეღარ ყიდულობს.ალბათ აწყობთ ფედერაციებს ეს უმსგავსობა,აბა სად 2 და სად 40,მეტი შემოსავალია თავისთავად.
ალექსი
19:27 02-07-2017
0

სიახლეები პოპულარული