U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
გული არ გაიტეხოთ ახალგაზრდებო, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ რაც შეგეძლოთ და თუ ასევე გააგრძელებთ შესაძლოა პორტუგალიას ფინალში რევანში აუღოთ.
გამოჩნდა, რომ მეორე ტაიმის შუაწელში უკვე აშკარად დაღლილები ჩანდნენ ჩვენი ფეხბურთელები, ხოლო პორტუგალიელი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ კი თამაში ვერ დაალაგეს, რადგან აშკარად ჩქარობდნენ და უმარტივეს სიტუაციაში კარგავდნენ ბურთს. ნიჭიერი თაობა რომ მოდის ამ ასაკში ეს ამ თამაშშიც დამტკიცდა და მავანი რომ ლაპარაკობს სელექციაში დაშვებულ შეცდომებზე ე.ი. კიდევ სხვებიც არიან ამათზე არანაკლები:)ამ გუნდს კარგი მწვრთნელი და მეტი ფიზმომზადება სჭირდება და არა მგონია რომელიმე მოწინააღმდეგეს მოუხარონ ქედი. წარმატებებს გისურვებთ და ნებისმიერ შემთხვევაში ევროპას აჩვენეთ, რომ ქართველებმაც ვიცით ფეხბურთის თამაში.
murtalo
02 ივლისი 2017 22:37
0
არაუშავს ეს წაგება ბიჭებო ძაან მაგრები ხართ ..ყველა დროის საუკეთესო ნაკრები საქართველოს ნაკრების ხართ თქვენ...მსაჯის ბრალია ყველაფერი დაისაჯოს მსაჯი
შიო
02 ივლისი 2017 22:37
0
ძალიან კარგი ბიჭები არიან. გუნდს მწვრთნელის ხელი კარგად ეტყობა. ბიჭებო გული არ გაიტეხოთ, არაფერში არ ჩამოუვაედებოდით პორტუგალიელებს, პირიქით, ბევრ რაიმეში ერთი თავით მაღლა იდექით. თუ მაგ ტემპით იმუშავებთ ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ.
devi
02 ივლისი 2017 22:32
0
სტატიის დამცერმა ტამაშს უყურა.სად იყო უხეშობა.ტვალი გაახილე
ტამაზი
02 ივლისი 2017 22:24
0
სად იუხეშა კუციამ ბატონო სტატიის ავტორო?
jaba
02 ივლისი 2017 22:21
0
ყოჩაღ ბიჭებს მაინც მაგრად იბრძოლეს და უნდა მოვახერხოთ და შვედეთსაც ეგრე ვეთამაშოთ და ჩეხეთსაც შანსი გვაქ და თან დიდი))
bacho
02 ივლისი 2017 22:17
0
მოგება თუ არა, ფრე ნაღდად გვეკუთვნოდა. ხომ დაუსკდებოდათ "ბოღმის" ბუშტები ზოგიერთებს. ყოჩაღთ ბიჭებო!!!
tngh
02 ივლისი 2017 22:15
0
კაცნაკლული პორტუგალიის წინააღმდეგ 1 სახიფათო მომენტი ვერ შევქმენით.ამით ყველაფერია ნათქვამი. გუნდის ფიზიკური მომზადება ძალიან ცუდია. ცალკული მოთამაშეების ტექნიკური მომზადებაც დამაკმაყოფილებელზე დაბალია. რაც ყველაზე სამწუხაროა, დაიკარგა ტრადიციულად ძლიერი ქართულიიარაღი ზუსტი პასები. არაბიძის გარდა ამ კომპონენტში ყველა მოისუსტებს. მოკლედ, დამსახურებულად დავმარცხდით.
gogig
02 ივლისი 2017 22:13
0
კი მაგრამ, ავტორმა თამაში ნახა საერთოდ? სად იუხეშა კუციამ? ეგ პენალი იყო მოგონილი.
ზოგადად კი არ მიყვარს რომ ამბობEნ წავაგეთ მაგრამ კარგად ვითამაშეთო, მარა ამ თამაშზე რა ვთქვა? ერთადერთი, რაშიც გვაჯობეს, უფრო თანაბარი შემადგენლობა იყო. და ალბათ გამძლეობაშიც.
არაბიძე არ მომეწონა. დაცვაში კი ბევეს მუშაობდა, მაგრამ მთლიანობაში მეტს ველოდი.
Irakliy
02 ივლისი 2017 22:13
0
ჩავშალოთ. სახლში წავიდნენ. ამ შედეგს მაინც არავინ შეგვიცვლის. სახლში რომ ასეთ პენალს დაუდებენ შენს მეტოქეს, ...
გური
02 ივლისი 2017 22:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული