პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.
მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.
28-ე წუთზე გოლის გატანა
40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!
მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.
56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.
64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...
ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.
74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...
მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება დაღლას, ყველა დაიღლება (გერმანელების გარდა) წინასწარ შემუშავებული სათამაშო დროის შესაბამისი გადანაწილების გარეშე, ანუ პაუზების აღების გარეშე. უფრო ნათელი რომ იყოს ეს ის ეპიზოდებია, როდესაც საქართველოს ეროვნული (მთავარი) ნაკრები კარგად გამოიყურება, აი სწორედ ამ მომენტებში მოწინააღმდეგეს აღებული აქვს პაუზას და ისვენებს.
ტრადიციული ქართული სენი, ბურთის კარში გამტანი კაცი არ გვყავს.
ჩვენი ფიზიკური მომზადება ორ ტაიმს არ ყოფნის.
პასებს ვაგვიანებთ და უაზროდ ვმატაობთ.
გულშემატკივრები უაზროდ ვაქებთ და ვადიდებთ. მიუხედავად იმისა რომ არაბიძე მართლა ტალანტია და გუშინ დაცვაში კარგად იბრძოლა პასების 90% დაიკარგა: ან მეტოქეს მიაწოდა, ან იმდენად ძლიერად რომ "ბოლტია" თუ "გაიკა" ისიც კი ვერ დაეწეოდა.
ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ, რომ მსაჯი საჩვენოდ მხოლოდ ამხანაგურებში თუ დასტვენს, თორემ ოფიციალურში ჯერ სერიოზული ავტორიტეტი უნდა მოიპოვო და ხელების ფენას ჯობია ბოლომდე ვითამაშოთ და არ გავჩერდეთ (კარგი ბიჭია კუცია მაგრამ ვაღიაროთ , რომ მცირე საბაბი მაინც მისცა მსაჯს. ჩასაფრებულს კი მეტი არც არაფერი უნდა).
ახლა დადებითი: ვინც ვერ დაინახა თავის თავს დააბრალოს, ასეთი მომართული ქართველ ფეხბურთელათა გუნდი მე არ მახსოვს (ალბათ ბოლო საჩხერე იყო თურქებთან). ძალიან კარგად იბრძოლეს და უფრო ყურადღებით თუ ითამაშებენ უკეთეს შედეგსაც მიაღწევენ. უყო ზუსტად ის რის გამოც რაგბისტები და კალათბურთელები მიყვარს, არ დანებდე ბოლო წვეთამდე დადე მოედანზე, ამიტომ მაინც მადლობა ბიჭებს.
ოღონდ ამავე დროს ერთი თხოვნა აქ ზოგიერთებმა გააჟღეერეს ჩეხეთი და შვედები ცოტა უფრო სუსტია პორტუგალიაზეო, არ დაიჯეროთ ბიჭებო ისინი უფრო ძალისმიერად თამაშობენ და უფრო მეტი ყურადღება და ბრძოლა დაგჭირდებათ. წარმატებებს გისურვებთ, მინდა რომ ჯგუფიდან გახვიდეთ.