გიორგი ყიფიანი: მარცხის მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ იცვლება

AutoSharing Option
გორში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შეხვედრა პორტუგალიელთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

ელიო სოუზა (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მძიმე თამაში იყო, თუმცა ამას ველოდით კიდეც. პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს დაცვაში უფრო უჭირდა, ვიდრე შეტევაში, მეორე ნახევარში კი ამ მხრივ ბალანსს მივაღწიეთ. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა ორივე ტაიმში.

კმაყოფილი ვ
არ ჩვენი ფეხბურთელებით, რომ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენის შემდეგ კონცენტრაცია არ დაკარგეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს".

გიორგი ყიფიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მატჩი ნამდვილად საინტერესო გამოვიდა, პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, გატანა ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ჩვენს თამაშს კვალი იმანაც დაატყო, რომ ორივე ტაიმში თითო იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია.

მარცხის მიუხედავად, მომდევნო მატჩებში ჩვენი გეგმები არ იცვლება. აქამდეც, ყველა თამაშში მოგება იყო ჩვენი მიზანი და ახლაც, დარჩენილ ორ შეხვედრაში, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებმაც იბრძოლეს, მაგრამ... მაინც დამარცხდნენ. იმაზე, თუ სად და რა შეცდომები დაუშვეს ბიჭებმა, ერთად ვიმსჯელებთ დღევანდელი მატჩის განხილვისას.

შანსი იმისი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, არსებობს და ყველანაირად ვეცდებით, ის გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
გენაცვალე ძმაო! მეც მაგ აზრის ვარ! უმდა გაუქმდეს, რომ ამდენმა არაპატრიოტმა და გაბოროტებულმს ნერვები არ შეჭამონ! ყიფო გენაცვალე შენ! ბიჭებო თქვენ გენაცვალეთ ასეთები რომ ხართ! ბრავოოო! გაიხარეთ! მოგებას გისურვებთ! წარმატებები თქვენ და თქვენს კაცურ კაც მწვრთნელს გიორგი ყიფიანს!!!
kaxa qartveli
04 ივლისი 2017 23:21
0
ნამდვილად სიმპატიები დაიმსახურეს.
soso
04 ივლისი 2017 22:39
0
Sportal jis organizaciashi ro vmushaobde pirveli rasac gavakerebdi am uazro statiebis weras gavaukmebdi radgab psikologiurad zalian znelia roca uvici ( kvela sports vgulisxmob) da arapropesionali adamianebi abuhad da cinikurad moixsenieben kvela sportis saxeobis spoertsmenebs da imis magivrad ro patara bihebi gavamxnevot abuhad vigdebt. Es ar ari patriotoba da sikvaruli sheni kveknisa. Gmertma dalocos sakartvelo da kvela sportsmeni..
Kaxa qartveli.
04 ივლისი 2017 03:25
0
თქვენ ხართ, ჩAსაფრებული გაბოროტებული ხალხი! ბრავო ბრავო ყიფო! ბრავო ბოჭენო! ყიფოს რომ ტვინი აქვს, მაგის მეოთხედი მაინც რომ გქონდეთ ტქვენს საქმეში, გეშველებოდათ, აქ კი აღარ იქნებოდით ჩასაფრებულები! ბიჭებო ღმერთი თქვემსკენ! მოგებას გისურვებთ! Dძალიან მაგრები ხართ!!! ბიჭებმა ასე რომ ითამაშEს ეს პირველ რიგში მწვრთნელის დამსახურებაა, რომ იცოდეთ!!!
goga kakabadzes da r-7
04 ივლისი 2017 02:42
0
არ გრცხვენიათ?ბიჭებმა თავი დადეს,პორტუგალია რა ფარერები გგონიათ?გაახმნევეთ ახალგაზრდები,რას ლანძღავთ ცუდათ ითამაშეს?უვიცები,რა ფინტები და პასები,და მებრძოლი გული ,თკვენ კი აუგს ამბობთ ურცხვათ,არ ხართ ქართველები,ესენი ამ ჟილკით უნდა გავზარდოთ და თქვენ უტცხბად ლახვარს ცემთ,არ გრცხვენიათ
Hei kvico
04 ივლისი 2017 02:41
0
ბიჭო ქართVელს ნუ ირქმევ! გეყოფათ ამდენი ბოღმა! ბრავო ყიფიანო! ბრავო ბიჭებო! კარგი თამაშI აჩვენეთ! გამარჯვებას გისურვებთ! ცენტრალური მცვი- გამთამაშEბელი დაუმტბიეს ბულგარელებმა, სამწუხაროდ არ გვაქვს კადრების ფუფუნება- ლიჩოშვილის შემცვლი არ არის ამ ასაკობრივ ფეხბურთელებში! არდაზიშვილი დაუმტვრიეს, 3 იძულებითი ცვლილება, ხალხნო მაგრად გაუძლო გუნდმა და მაგარი თამაშIც აჩვენეს! ყიფო გენაცვალე! ასეთი ბევრი გვყავდეს და გვეშველება! ყოფო ჯოგარი ხარ, სჰენ გაიხარე! ბიჭენო ბრავო, ბრავოოოო! მოგება და ღმერთი თქვენსკენ!!!
kaxa qartvels da mis nairebs!
04 ივლისი 2017 02:35
0
ყიფიანი ვერ ქაჩავს
R-7
03 ივლისი 2017 20:50
0
არაა არაბიძე ამომავალი ვარსკვლავი და შეეკითხეთ თუ გინდათ.
ასე ხმაურობდით ჯერ ყენიაზე, მერე ჭანტურიაზე. ასეთ ზედმეტად ინდივიდუალურ ფეხბურთს საქართველოს გარდა არსად თამაშობენ. კაცი შახტარის დუბლებშიც არ არი და ამ დროს უკვე 19 წლისაა.
ara
03 ივლისი 2017 19:49
0
ეს მწვრთნელი სად ნახეთ, ძალიან უვიც სახეს განასახიერებს
feola
03 ივლისი 2017 18:41
0
არაბიძემ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა. 4 პასი გააკეთა მარცხნივ და ადრესატმა ვერცერთი ვერ მიიღო, რაც არაბას ბრალი არ არის და მას ფეხბურთის მცოდნეებო ნუ აბრალებთ, უბრალოდ პასის მიმღებს სისწრაფე აშკარად არ ეყო, ოთხივე პასს, იგივე უკრაინაში ყველა მიიღებდა, ბურთს მიღება უნდა კიარ უნდა უცადო, ტყვია კიარაა რომ მოგხვდეს. ნუ შემადგენლობას კორექტირება უნდა, დაცვა მომეწონა, განსაკუთრებით 2 ცენტრი, ნახევარდაცვა არაა შეთამაშებულითქო, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და არაბა კიდე, თავდასხმაში რო დაეყენებია აჯობებდა მგონია და საერთოდ კაი ბიჭები არიან და პოზიციურად გადაწყობა დაჭირდება აუცილებლად, რის გამოც შეკვრა, ერთ მთლიან ორგანიზმად ჩამოყალიბება აკლია. ნუ, ეს უკვე მწვრთნელმა უნდა ქნას. მე მგონი გამოიტანს, ყიფიანი დასკვნებს და მეორე თამაშში დაეტყობა კიარა უნდა მოიგოს, არ ჩანს ცუდი მწვრთნელი. არაბიძე არ ფაფხურობს, ამ ასაკში, უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, ცოტა მეტი უნდა აიღოს თავის თავზე და ვინმეს უნდა შეუთამაშდეს. სუდია ფი..... სტ, რომ იტყვიან, თამაში წაგვაგებია. წარმატებები, იმედი ნაღდად მომეცა. ერთი კია აღიდგენენ კი ძალებს? აქ შეიძლება 3 ქულითაც გავიდნენ
vaso
03 ივლისი 2017 18:25
0

სიახლეები პოპულარული