შეხვედრა პორტუგალიელთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]
ელიო სოუზა (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მძიმე თამაში იყო, თუმცა ამას ველოდით კიდეც. პირველ ნახევარში ჩვენს გუნდს დაცვაში უფრო უჭირდა, ვიდრე შეტევაში, მეორე ნახევარში კი ამ მხრივ ბალანსს მივაღწიეთ. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა ორივე ტაიმში.
კმაყოფილი ვ
გიორგი ყიფიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"მეტოქე კარგად გვყავდა შესწავლილი და ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მატჩი ნამდვილად საინტერესო გამოვიდა, პირველ ტაიმში საგოლე მომენტებიც შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, გატანა ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ჩვენს თამაშს კვალი იმანაც დაატყო, რომ ორივე ტაიმში თითო იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია.
მარცხის მიუხედავად, მომდევნო მატჩებში ჩვენი გეგმები არ იცვლება. აქამდეც, ყველა თამაშში მოგება იყო ჩვენი მიზანი და ახლაც, დარჩენილ ორ შეხვედრაში, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
მადლობელი ვარ ჩემი ფეხბურთელების, რომლებმაც იბრძოლეს, მაგრამ... მაინც დამარცხდნენ. იმაზე, თუ სად და რა შეცდომები დაუშვეს ბიჭებმა, ერთად ვიმსჯელებთ დღევანდელი მატჩის განხილვისას.
შანსი იმისი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, არსებობს და ყველანაირად ვეცდებით, ის გამოვიყენოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"