U19. "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ტალანტი დაასახელა, რომელთაც, გამოცემის აზრით, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

იტალიელებმა ქართველ ფეხბურთელებში ასეთად თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს...

- გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესი ფინტი [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფის პირველ მატჩში პორტუგალიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, ჩაკვეტაძემ კი მცირე ტრავმა მიიღო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის თქმით, შემტევ ნახევარმცველს მხოლოდ გადაღლილობა აღენიშნებოდა. თავად ფეხბურთელის თქმითაც, სერიოზული არაფერია, მხოლოდ მასაჟები დასჭირდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ივლისს, შვედეთთან "მიხეილ მესხზე" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩაკვეტაძე მართლაც ქართული ფეხბურთის მომავალია და მალე იტყვის თავის სიტყვას საქართველოს ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მართლაც ტალანტია და ასაკის მიუხედავად დღევანდელ საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე სწორ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ მაინც, ამ სტატიის სათაური და შინაარსი სხვადასხვაა. კერძოდ, სათაურში წერია : "ტუტოსპორტმა" გიორგი ჩაკვეტაძე ევროპის 8 ტალანტს შორის დაასახელა, სტატიით კი ირკვევა, რეალურად დასახელებულია სუკეთესოდ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რადგან ყველა გუნდიდან დაასახელეს თითო ასეთი ფეხბურთელი ,,იტალიურმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 8 გუნდიდან თითო ტალანტი დაასახელა, რომელთაც, გამოცემის აზრით, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. " მოდით რა მყვირალა სათაურებს თავი დაანებეთ და სტატიის შინაარსის შესაბამისი სათაური შეარჩიეთ, თორემ ამით არც იმ ბიჭს მოემატება რამე.
mamuka
05 ივლისი 2017 08:42
0
ჩაკვეტაძე მართლა მაგარი ბიჭია დღეს ყველაზე გამართულ ფეხბურთს ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელებში ეგ თამაშობს და ტექნიკურიც არის მაგრამ საქართველოში თუ დარჩა ვეღარ განვითარდება აგერ ფიზიკურად ვერ მოამზადეს როგორც საჭიროა და სხვა რაზე...?! ფიფია მოიწვიე ძლიერი ბავშვთა მწვრთნელები უცხოეთიდან ნუ უსმენ შენ მრჩევლებს .......!!!
zaza
04 ივლისი 2017 16:47
0
sastrafod unda gaushvas dinamom, rom romelime evropul gundshi fizikur kondiziebs moumatos, tu ara da kapiki ikneba or telitadshi magis fasi, rogorz sxvebis)))
qomagi
04 ივლისი 2017 16:15
0
ერთ დროს ყენიას და რაკიტიჩს ასახელებდნენ ევროპის ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელებად და სად არი ახლა ყენია და სად რაკიტიჩი?! კარგი ბიჭი ჩანს ეს ახლაგაზრდა და არ მინდა ის დაემართოს რაც ყველა ქართველ ფეხბურთელს ემართება.
bs
04 ივლისი 2017 15:56
0
ყველი პური წაგეღოთ და ერთი დღით ადრე წასულიყავით დაისვენებდიღ და 5-1 არ წააგებდით
rexeli
04 ივლისი 2017 15:19
0
გიორგი! ოჩამჩირელების სიამაყეა, ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ შენზე, შენგან უნდა დადგეს დიდი ფეხბურთელი ისეთები როგორებიც იყვნენ: ამირან ტყებუჩავა, მარღანია, ვიტალი დარასელია. შენ საქართველოს ნაკრების იმედი ხარ, გისურვებ წარმატებებს!
ვაჟა ჭოჭუა
04 ივლისი 2017 14:38
0
ხოდა ეგარი ცუდი თუ ვერ ითამაშებს ოთხმოცდათ წუთს თან შემცვლელიც როარყავს.
qutaiseli
04 ივლისი 2017 13:58
0
17 წლის არის ეს ბიჭი და აქამდეც ქართული ფიზმომზადების სკოლა აქვს გავლილი მარტო. ნუ გაგიკვირდებათ თუ 90 წუთი ვერ ითამაშებს
დათო
04 ივლისი 2017 13:29
0
ეგ გამიკვირდა მეც როგორ დაიღალა ერთი ტაიმის განმავლობაში ესეიგი ფიზიკურად ვერ უძლებს ორ ტაიმს? ამას შვედებთან ალბათ გავიგებთ რადაროგორ არის სინამდვილეში.
qutaiseli
04 ივლისი 2017 12:56
0
პირველი თამაშის 55 წთ ითამაშა და გადაღლილობა აღენიშნებოდაო:)):)):)):)))
tazo
04 ივლისი 2017 11:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული