U19. საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
5 ივლისს საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში შვედეთს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი ბრწინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

მეორე ტაიმის დასაწყისშივე შვედებმა სხვაობის შემცირება
შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ვიკტორ გიოკერსი გახდა.

ამის შემდეგ ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ჯერ კოხრეიძის დარტყმა ასცდა მცირედით კარს, შემდეგ კი არაბიძეს დააკლდა სანტიმეტრები...

ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (88, ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (86, არველაძე), ქოჩორაშვილი (71, საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი
1. პორტუგალია 1 1 0 0 1-0 3
2. ჩეხეთი 1 1 0 0 2-1 3
3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3
4. შვედეთი 2 0 0 2 2-4

A ჯგუფის მეორე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 დაიწყება, სადაც პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
მიხედეთ ამ ბავშვებს, სწორ გზაზე რო დადგნენ
გიორგი
05 ივლისი 2017 22:01
0
ჩეხებმა ერთი ბურთით წააგეს და ჩვწნზე ერთი ბურთით მეტი აქვთ გატანილი. ამიტომ მათთან მხოლიდ მოგება გვაწყობს, ფრის შემთXვევაში ჯგუფიდან ვერ გავალთ.
Irakliy
05 ივლისი 2017 21:59
0
მეორე ტაიმის ბოლო ოცი წუთი შეჭამენ ჩეხები ჩვედებმა უბრალოდ არ გაუმართლად თორე არ წააგებდენ,ჩვენთან ეგეთი მომენტები არც ქონიათ ეგ კიარა მინიმუმ სამი ბურთი უნდა გაგვეტანა მეორე ტაიმში არავითარი დაღლა არ დატყობია გუნდს ბოლო ათი წუთში დაღლილი ვინც იყო ისინიც გამოცვალა.
quTaiseli
05 ივლისი 2017 20:54
0
მთავარია კარში დარტყმა ისწავლოთ, გინდ ახლოდან გინდ შორიდან, აბა გოლი როგორ გავა?
goliadori
05 ივლისი 2017 20:49
0
თამაშზე ვიყავი, მოკლედ ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს, მაგრამ 2 ტაიმში საერთოდ ვეღარ დადიოდნენ ბიჭები, ასე არ შეიძლება. ხალხი ვნატრობდით რომ მალე დამთავრებულიყო თამაში.
fsiuuu
05 ივლისი 2017 20:41
0
მადლობა ბიჭებს ამ ორ თამაშში ნაჩვენები ფეხბურთისთვის! წარმატებები ჩეხებთან მატჩში. ისე ერთი კითხვა მაქვს – დღეს პორტუგალიამ 1–0 რომ მოიგოს მესამე ტურის წინ ვინ იქნება მეორე ადგილზე? აი გაიტანა კიდეც !!!
დუდუ
05 ივლისი 2017 20:35
0
ptui-ს სადაა ძმა ბოგმა ხალხი და შემძვრალები არიან ვირთხებივით თავოს ჟურგმულებში. უფალმა არ ინებოს და ერთი ფეხი რომ დაუცდეთ ბიჭებს, ეგრევე გამოძვრებიან და დაიწყებენ გესვლას.
ბიჭებს უდიდესი მადლობა და იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ნაკრებზე გული ალალად შესტკივა, უამრავი მილოცვა!
Irakliy
05 ივლისი 2017 20:29
0
გილოცავთ!!! დამსახურებული გამარჯვებაა!!! ესეთივე მონდომებით, ყურადღებით, ზომიერი სიფრთხილით ჩეხების დამარცხებაც შეიძლება. პორტუგალიასთან წაგება მსაჯის სინდისზე იყოს...
tngh
05 ივლისი 2017 20:09
0
გილოცავთ სუყველას. ეხლა საჭიროა სწორი აღრზდა და სწორი სელექცია რომ იგევე არ დაემართოთ რაც ვასილ მაისურაძის ფეღბურთელებს დაემართათ. არ გაყიდოთ არცერთ შემთხვევაში რუსეთის და აზერBაიჯანის 3-4 ლიგის გუნდებში 2კაპიკის გულისთვის! თორემ დაღუპავთ ბიჭებს!
lelo
05 ივლისი 2017 19:53
0
კარგად ითამაშეს ეხლა მთავარია ჩეხებთან თამაშის წინ კარგად დაისვენონ.წარმატებები ბიჭებს.
quTaiseli
05 ივლისი 2017 19:52
0

სიახლეები პოპულარული