U19. საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
5 ივლისს საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში შვედეთს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი ბრწინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.

- U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

მეორე ტაიმის დასაწყისშივე შვედებმა სხვაობის შემცირება
შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ვიკტორ გიოკერსი გახდა.

ამის შემდეგ ქართველებს გოლის გატანის რამდენიმე მომენტი ჰქონდათ. ჯერ კოხრეიძის დარტყმა ასცდა მცირედით კარს, შემდეგ კი არაბიძეს დააკლდა სანტიმეტრები...

ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ჩოჩიშვილი, მალი, ბურჯანაძე, კობოური, კუცია, კოხრეიძე, სამურკასოვი (88, ხუბაშვილი), ჩაკვეტაძე (86, არველაძე), ქოჩორაშვილი (71, საღრიშვილი), არაბიძე, ლაკვეხელიანი.

U19. ევროპის ჩემპიონატი. A ჯგუფი
1. პორტუგალია 1 1 0 0 1-0 3
2. ჩეხეთი 1 1 0 0 2-1 3
3. საქართველო 2 1 0 1 2-2 3
4. შვედეთი 2 0 0 2 2-4

A ჯგუფის მეორე მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 20:00 დაიწყება, სადაც პორტუგალია ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
aleks 78-ს. აბსოლიტურად გეთანხმები. მოსაწესრიგებელია ბილეთების გაყიდვის არსებული ფორმაც. იქ კორუფციის ბუდეა აშკარად. თამაშის დაწყებისთანავე იხურება სალაროები, მაგრამ გონია ბილეთს ვერ იყიდი! კი მატონო, რამდენიც გინდა. მე სამსახურის გამო დავაგვიანე და მივედი თამაშის დამთავრებამდე 25 წუთით ადრე. სალაროები დაკეტილი იყო (ერთ სალაროში კი იჯდა მოლარე), თუმცა იქვე იდგა კარგად შემოსილი და მოვლილი 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელმაც შემომთავაზა ბილეთი და მეც ვიყიდე 2 ლარიანი 3 ლარად. თამაშის დამთავრების შემდეგ შევნიშნე თუ როგორ აბარებდა გაუყიდავ ბილეთებს ეს სუბიექტი მოლარეს ანუ გადამყიდველს, იმ ბილეთებში, რომელსაც ყიდდა, ფული არ ქონდა გადახდილი, გაუყიდავი ბილეთები დააბრუნა, მოგება კი გაიყო მოლარესთან. გადამყიდველები ყველგან არის, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა ყველა ბილეთი გაყიდულია. აქ კი ფულის კეთების ახალი ფორმა გამოუგონიათ, იქვე ფედერაციის გვერდით. მე ეს ჩავიწერე და მალე გამოვაქვეყნებ. ბრავო კობი!!!!
gogi
10:32 06-07-2017
0
გილოცავთ ყველას და გისურვებთ შემდეგ წარმატებებს,თუმცა მინდა ვთქვა,რომ მე-2 ტაიმი ჩვენს აქტივში არ ჩაითვლება,რადგან იმის ხარჯზე,რომ მეტოქეს ფიზიკური ძალები მეტი ჰქონდა ბურთსაც უკეთესად აკონტროლებდა და უკეთესად შლიდა თამაშს ფლანგებზე ფიზიკა ჩვენი (ზოგადათ)დიდი პრობლემაა,ამდენს უკეთესი კლასის გუნდი არ გვაპატიებდა და მეტ ბურთს შეყრიდა მე-2 ტაიმში.ამინდის თვალსაზრისითაც გაგვიმართლა,წარმოვიდგინოთ,რომ წინა დღის სიცხე ყოფილიყო, ჩვენი ფეხბურთელები უბრალოდ ვერ გაინძრეოდნენ მე-2 ტაიმში და ერთია კიდევ;დისციპლინა,უაზროდ მოპოვებული ყვითელი ბარათები, ეს უკვე პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მიუთითებს,რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.
sake
09:41 06-07-2017
0

სიახლეები პოპულარული