U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა ნაკრებთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 2:0 იგებს.

ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი, ბრწყინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მთლიანობაში კარგი თამაში გმოვიდა. ჩემი აზრით არ არის საჭირო ამდენი მატაობა, განსაკუთრებით მეტოქის საჯარიმოში, მერე უკვე თვითონ იბნევიან.
მარტივად, მიიღე, დაამუშავე, მიაწოდე ან თვითონ დაარტყი.
დათო
06 ივლისი 2017 12:11
0
თორნიკეს მინდა ვკითხო,რას ერჩის არაბიძეს,ისე არ გამიგოთ, რომ გიორგის მეგვარე ვარ,არა. უბრალოდ ხალხის აზრი მაინტერესებს,მართალია თუ არა თორნიკე.
ჯონი არაბიძე
06 ივლისი 2017 09:52
0
არაბიძე ნამეტარს პროფესორობს
vako
06 ივლისი 2017 08:44
0
არაბიძე გაიყვანეთ მოედნიდან სანამ გვიან არ არის
თორნიკე
05 ივლისი 2017 18:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული