არჩილ არველაძე: არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს თაობა დავკარგოთ

AutoSharing Option
არჩილ არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" სასელექციო სამსახურის უფროსი გახდა. უზბეკურ კლუბში ის ტყუპისცალს ეხმარება. ამჟამად, საქართველოშია და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ადევნებს თვალს.

რა თქმა უნდა, მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით - ჯერ უზბეკურ ამბებზე ვკითხეთ, მერე კი ევროფორუმზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ასპარეზობა შევაფასებინეთ...

- მას შემდეგ, რაც თქვენ და შოთა "ფახთაქორში" წახვედით სამუშაოდ, არ გვისაუბრია. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. ჩვენ საქმე გვაქვს დიდ პროექტთან და უაღრესად საინტერესო, საქმეზე შეყვარებულ
ხალხთან. სამომავლო პერსპექტივას ვხედავთ და ესაა მთავარი.

- თავად უზბეკეთზე რას იტყვით?
- ტაშკენტში პირველად ორი წლის წინ ვიყავი ვეტერანთა მატჩზე, მაგრამ მაშინ საფუძვლიანად ვერ მოვახერხე ქალაქის დათვალიერება. ახლა კი ეს შევძელი და უნდა გითხრათ, ძალიან ლამაზია იქაურობა, ტაშკენტი მთლიანად მწვანეშია ჩაფლული, უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს...

რაც შეეხება საკლუბო ინფრასტრუქტურას, ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებენ. გარდა ამისა, კეთდება ახალი ბაზაც. კლუბის მესვეურთა მიზანია, "ფახთაქორი" იყოს უზბეკეთში პირველი გუნდი და, გარდა ამისა, წარმატებით იასპარეზოს აზიის ჩემპიონთა ლიგაში.

- მიმდინარე სეზონში უზბეკეთის ჩემპიონობა ძალიან რთული იქნება...
- გეთანხმებით, ძალიან რთული იქნება, ლიდერ "ლოკომოტივს" მთელი 11 ქულით ჩამოვრჩებით... ვნახოთ, ჩვენ ცდასა და მონდომებას არ დავაკლებთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა უფრო რეალურია, თუმცა, თეორიულად, ჩემპიონობაც შესაძლებელია. ასეა თუ ისე, "ფახთაქორმა" უზბეკეთში პირველი პოზიცია უნდა დაიბრუნოს! გარდა ამისა, უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, რომელიც ტრადიციულია გუნდისათვის - შემტევი, შედეგიანი...

კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვიდგას გვერდით, უკვე დავიმატეთ სამი ლეგიონერი. ვფიქრობ, გუნდში მათი მოსვლა დადებითად აისახება "ფახთაქორის" თამაშის ხარისხზე.

- ახალწვეულების თაობაზე ცალკე უნდა გკითხოთ...
- დავიმატეთ მცველი სიმიჩი. მას დიდი გამოცდილება აქვს, ზურა ხიზანიშვილთან ერთად თამაშობდა თურქეთში. ავიყვანეთ ტიაგო ბეზერაც. ისიც თურქეთში თამაშობდა, ცენტრალური ნახევარმცველია. რაც შეეხება კანუტს, ის ბოლოს ისრაელში იყო. ამ ეტაპზე სულ ესაა.

- დაიწერა, "ფახთაქორი" რაიან ბაბელის დამატებასაც აპირებსო...
- მეც ვნახე ეს ინფორმაცია, მაგრამ გარწმუნებთ, მსგავსი არაფერი არ არის. რამე რომ იყოს, აუცილებლად მეცოდინებოდა.

- თქვენი უშუალო ფუნქცია როგორაა განსაზღვრული?
- სკაუტინგი ჩამაბარეს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, "ფახთაქორის" სასელექციო სამსახურის ხელმძღვანელი ვარ.

- გადავიდეთ თბილისში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე. როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს პორტუგალიასა და შვედეთთან მატჩებში?
- ბოლოდან დავიწყებ. ამ გუნდის თამაშს სისტემატურად ვადევნებ თვალს და უნდა გითხრათ, რომ ორი წლის განმავლობაში ეს იყო მისი საუკეთესო მატჩი. პრინციპში, ასეთივე თამაში იყო პორტუგალიასთან, მაგრამ შვედეთთან მეტოქეს ბევრი არაფერი შევაქმნევინეთ და ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ პორტუგალია შვედეთზე ძლიერია, მაგრამ ყველანაირად უნდა შევაქო ჩვენი ბიჭები.

ზოგადად, დიდი საფეხბურთო დღესასწაულია საქართველოში. რეზის დიდი დამსახურებაა, დღეს ევროპის ჩემპიონატს რომ ვმასპინძლობთ.

- გამორჩევით უნდა გკითხოთ ორ ფეხბურთელზე - ჩაკვეტაძესა და არაბიძეზე...
- არაბიძისთვის, ალბათ, ცოტა უფრო რთულია... მე არ ვამბობ, რომ მას ან კონცენტრაცია აკლია, ან მონდომება. უბრალოდ, მაინც არის ის მომენტი, რომ გიორგიმ უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში...

განსაკუთრებით კარგია ჩაკვეტაძე. და საერთოდ, მთელი გუნდი კარგად თამაშობს, თუმცა მაინც უნდა გამოვყო სამურკასოვის, ლაკვეხელიანისა და კუციას შესანიშნავი თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები ასევე გააგრძელებენ.

ფაქტია, ძალიან კარგი თაობაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები არ დაიკარგონ, გააგრძელონ პროგრესი და განვითარება, შესაბამისად, მაქსიმალურად გამოადგნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს თაობა დავკარგოთ.

- რას იტყვით მომდევნო მეტოქე ჩეხეთის ნაკრებზე?
- ფაქტია, ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს გადამწყვეტი დაპირისპირება. ჩეხების თამაშის ფრაგმენტები ვნახე. ვერ ვიტყვი, რომ მათზე ამომწურავი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მაინც შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძლიერი, ტაქტიკურად გამართული და ორგანიზებული გუნდია.

ვნახე თქვენი შეფასება და გეთანხმებით - უძლეველი არ არის, მაგრამ ამისთვის ჩვენ ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ჩეხების ამოცანას ის აიოლებს, რომ ფრეც აძლევთ ხელს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ მოგებაზე უნდა ითამაშოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართული ფეხბურთი:):)


lasha
08 ივლისი 2017 14:55
0
მოდი ჯერ ქართული ისწავლე და მერე ილაპარაკე.რა ბოღმიანი ხალხი ხართ ასე რამ გაგამწარათ.
sandros
08 ივლისი 2017 14:09
0
ბოღმასთან ერთად წერაც არ იცით...
nika
08 ივლისი 2017 13:51
0
აჩი ცემო კარგო კაცო იმის უფლება ვის ქონდა 1995 წელს დაბადებულთაუნუჭიერესი თაობისნაკრბი რომ დაშალეთდა დაკარგეთ?შეკრული გუნდი რომელმაც ინგლისი,ესპსნეთდა უკრაინა ჩამოიცილა და ევროპის ცემპუიონატზე იტამასა ნახევარფინალი არათუ სახში არამედ უცხო ქვეყაბასი სადაც საფრაბნგეთიც ცამოიცილა ჯგუფში და გერმანიას საკმაოდ კარგად ეტამასა ისე რომ თვითონ გერმანელები აღნიშნავდნენ, ნახევარფინალი კი ჰოლანდიასთანმწვრტნელის მიერ არასწორად სერცეული სასტარტო შემადგენლობის და მსაჯის არასწორი გადაწყვეტილების ჩვენიგაძევებულიკაპიტნის(მცველი და 10 კაცით დარჩენილები დავმარცხდით, ხოლო ჰოლანდიამ გერმანიას მოუგო და ცემპიონი გახდა.შემდეგ წელს კი ეს ძცემპიონი თბილისში დავამარცხეთ და ჯგუშიც ჩარჩა. ვინ დაკრგა ის ბიჭები ? რომლებიც ეხლა ზოგი სადაა ზოგი სად და ეხლა საკუტარ ქვეყანაში ძცემპიონბის გარდა რომ არანაირი სედეგი არ იქნება მისაღები რას იტყვი?იმ გუნდს საქართველოში რომ ეტამასა ევროპა აუცილებლად ცემპიონი გახდებოდა!
სანდრო
08 ივლისი 2017 13:41
0
რეზის დამსახურებაა არა? დავით პეტრიაშვილი არ გახსოვს ხო???
xorxe
08 ივლისი 2017 12:53
0
რაოოო სტადიონი და ბაზა ახლა სჰენდებაოო აი ამატი ბაქიბუქი რეზი რო ასჰენებდა 10 ცელი და დგესასაც არ ასჰენებულაა.უსტადიონო და უბაზო ფახტაკორს არ ჯობდა აქ ჰამოსულიყავიტ და აქვე მოპარული მილიონები აქ ჰაგედოტ.
bajo
08 ივლისი 2017 12:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული