დღეს, 8 ივლისს, ქართველი 19-წლამდელები საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის ბოლო და გადამწყვეტ მატჩს ჩეხეთთან გამართავენ - მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ტურნირის ნახევარფინალში გავა. "მიხეილ მესხზე" თამაში 20:00 სთ-ზე დაიწყება.
- U19. საქართველო VS ჩეხეთი - ქუდზე კაცი!
"ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება - ჩემპიონატის დაწყებამდეც ყველა თამაშში მოგებას ვგეგმავდით. საერთოდაც, არ მჩვევია თამაშის წინ
გუნდი ფსიქოლოგიურად და ყველა სხვა კომპონენტში მზადაა იმისთვის, რომ გავიდეს მოედანზე და იბრძოლოს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის", - განაცხადა ყიფიანმა სფფ-ის პრესსამსახურთან.
გიორგი კუცია (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი):
"გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა. გულშემატკივარს ვთხოვ, აუცილებლად მოვიდეს სტადიონზე. განწყობა საბრძოლო გვაქვს, შეკრული გუნდი ვართ და თამაშს აუცილებლად მოვიგებთ!"
შალვა ბურჯანაძე (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი):
"შანსები თანაბარია, მაგრამ ჩვენ ორმაგად მოტივირებული ვართ, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდება და გულშემატკივრის იმედი გვაქვს, რომ გაგვამხნევებს და გამარჯვებას ერთად მივაღწევთ".