U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი შაშინკამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორეც გაგვიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.

ამ დროს მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანს მალევე დაუბრუნდნენ.
იხილეთ მატჩის
ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩვენს ტელეკომენტატორებს უხერხულობს გრძნობა ეტყობა არ გააჩნიათ? ასე დიჯეებს მიყავთ რადიოგადაცემები!
სამწუხაროდ საქარელოს ნაკრები (რაც მოსალოდნელი იყო) გამოჩნდა ძალიან დაბალი კალასის გუნდად,
ლევანი
08 ივლისი 2017 23:27
0
აუცილებლად უნდა მიეცეს ამ გუნდიდან რამოდენიმეს შანსი ეროვნულში უკვე შემდეგ თამაშშივე. მე მგონი 2-3 კაცს კაი ტრანშფერი გამოუჩნდება, რომ გასულიყვნენ, მთელ გუნდს კაი გუნდები ელოდებოდა. აი ასეა, ყიფიანსაც აკლია გამოცდილება, არადა არაა ცუდი მწვრთელი
ვასო
08 ივლისი 2017 23:07
0
როცა არ გამოგვდის პირველ ნომრად თამაში დათმე რა ბურთი და გადაეწყვე არა რაც მართალია ცდა არ დააკლეს ბიჭებმა მადლობა ამისთვის მწვრთნელი ფლანგებს მაინც შეუცვლიდა ჩაკვეტაძეს და არაბიძეს გაგვშიფრეს ჩვენკი არაფერი შევცვალეთ ჯიუტად არაბიძემდე დაჩაკვეტაძემდე მიგვქონდა ბურთი მათ 2-3 კაცი სულ მეთვალყურეობდა მორჩა
კახა
08 ივლისი 2017 23:04
0
აი, ერთადერთი, ვინც მართლაც ძლიერ გუნდთან გამოჩნდა, ზოგიერთები რომ აკრიტიკებენ, იყო არაბიძე და ლაკვეხელიანი, დანარჩენები უბრალოდ გადაიწვნენ. ლაკვეხელიანის დაყენება ძირითად ნაკრებში უკვე თამამად შეიზლება და შეიზლება ითქვას, რომ მარცხენა მცველის პრობლემა მოიხსნა.წაგების მიზეზებს რაც შეეხება. ჯერ ერთი მსაჯები ყველგან და ყოველთვის ჩვენს წინააღმდეგ არიან და ეს სუფთად ფედერაციის ბრალია, რადგან ამ საკითხზე უეფაა თუ ფიფაა, თუ სადაც არის საჭირო, უნდა აქტიურად მუშაობდეს. შემდეგ ყიფიანის ტაქთიკა, მე მგონი დღეს არ იყო სწორი. კი მართალია 2 ტაიმი უჭირთ ბიჭებს ერთ დონეზე , მაგრამ მაინც. მომეჩვენა რომ დღეს ზედმეტად რთხილი ტაქტიკით ათამაშა გუნდი, მე თავიდანვე პრესინგით დავიწყებდი და გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მეტი ტავისუფალი მოქმედების საშუალებას მივცემდი არაბიძეს და ჩაკვეტაძეს, რომელიც დღეს დაიკარგა და აუცილებლად დავაყენებდი ცენტრფორვარდს, გოლის შემდეგ კი გადავაწყობდი გუნდს და კონტრშეტევაზე გადავიდოდი, რაც სავარაუდოდ კიდევ ერთ გოლს მოგვცემდა და სულაც არ არის ეს ფანტაზია, ასეთი უდაოდ კარგი ბიჭებით, კაი მწვრთნელი აუცილებლად დადებდა შედეგს. ნაღდად დაიჩაგრა გუნდი, დაან დამენანა და ეს ეხლა უკვე ნამდვილად ფედერაციის კისერზეა. და ვისაც უნდა ამ თემაზე იმას შევეკამათები. სასიხარულოა, რომ კაი თაობა გვყავს, აუცილებლად უნდა მიეცეს სექ
vaso
08 ივლისი 2017 23:04
0
საღრიშვილი ჩოგაძე ქოცორაშვილი მალი სამურკასოვი ამატ ვინ უპატრონა ცნობილია რას იზავთ მეტი ფიზიკა არ აქვტ რაქნანნ სანამ ამისიანი იმისიანი არ მოისპობა ბოლომდე ვერ გავალტ
mixo
08 ივლისი 2017 22:58
0
ნორმალური სტადიონები და მოედნები არ გვაქვს, კლუბებს კერძო მეპატრონეები არ ყავთ , ვისაც ყავთ კიდე მენეჯმენტი და განვითარების გეგმა არ უვარგათ ან საერთოდ არ აქვთ .... ფედერაციაშიც ერთი პატარა საძმო მოღვაწეობს , ოღონდ რას აკეთებენ თვითონაც არ იციან. ამ ყველაფრის გადამკიდე მემგონი კიდე დიდხანს არაფერი გვეშველება !!!
აჯაგრული
08 ივლისი 2017 22:44
0
ჩეხმა მწვრთნელმა დაჯაბნა ქართველი მწვრთნელი. ბავშური ფეხბურთი ათამაშა ქართველმა, როდესაც ჩეხმა სერიოზული ტაქტიკით შეიარაღა მისი ბიჭები, ისეთი ტაქტიკით, როგორიც კაცებს შეეფერებათ.
ბიჭებს კი დიდი მადლობა მონდომებისთვის და თავისით რაღაცის მცდელობისათვის და ხლაფორთვისათვის.
avaza
08 ივლისი 2017 22:36
0
მაყურებლის ქცევა არის მიუღებელი. ინტელექქტი 0. თამასის მოგება ცენტრალური შემტევის გარეშე ზნელია, ამიტომ ვერც შედიოდნენ ჩაკეტილ სივრცეებში და არც ჩცაწოდებას ჰქონდა აზრი. Mწვრთელს რა გეგმა ჰქონდა თამაშის მოსაგებლად თვითონ არა მგონი სცოდნოდა. არიან ნიჭიერი ფეხბურთელები მაგრამ ბევრი ფიზიკურად არ არის მზად და ბევრს ფიზიკური მონაცამები აკლია, განსაკუთრებით სიმაღლე. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი მონაცამებით შორს ვერ გაფრინდებიან თუ აგუეროს ან მოდრიჩის დონის ფიზიკაზე ავლენ და აგუეროც ნახევარი წელი დამტრვრეულია ხოლმე. ჩეხების გოლები ისევ დაცვაში უყურადღბობით და დაუდევრობით, ტაქტიკურად არასწორი განლაგების გამო გავიდა. ბურთის დამუშავება ბევრად სწრაფად უნდა ხდებოდეს. ის ზედმეტი წამები რაც მიღებას, გაჩერება, გაასწორებას, ტავის აწევას ეხარჯება მეტოქეს აძლევს საშუალებას უკან დასაწევად და დაცვის ჩაკეტვას. მწვრთნელს დავუწერდი 0 შეფასებას.
niko
08 ივლისი 2017 22:30
0
ფაფუ ეიფორია გასკდა იმედის ბუშტი ... ნეტა რისი იმედი ქონდა გულშემატკივარს ? რატო უნდა გვეჯობნა ჩეხეთის ნაკრებისთვის უკეთესი ჩემპიონატი გვაქვს თუ უკეთესი ინფრასტრუქტურა??? ქვეყანაზე და ცხოვრების დონეზე აღარაფერს ვამბობ ..... უბრალოდ გაუსწორეთ რეალობას თვალი
რეალობა
08 ივლისი 2017 22:29
0
საერტო ჯამში გამოსვლა მაინც დადებიტად უნდა შეფასდეს. ღირს ამ ახალგაზრდების ყურება საქართველოს პირველობაზე. შედეგი აუცილებლად იქნება!!!
tngh
08 ივლისი 2017 22:25
0

სიახლეები პოპულარული