საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი შაშინკამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორეც გაგვიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.
ამ დროს მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანს მალევე დაუბრუნდნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.
21:57 08-07-2017
U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
კონკრეტულად ამ თამაშში კი ვფიქრობ განწირულები ვიყავით,ჩვენს ნაკრებს აღარ ჰქონდა თამაშის გაძლიერების რეზერვი,ჩეხებს კი ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე მომატება ნამდვილად შეეძლოთ.ჩეხების მწვრთნელმა სწორად განსაზღვრა,რომ სტანდარტულების დროს ქართველები დაცვაში კარის წინა სივრცეს დატვირთაბდნენ ხალხით,რათა გაცილებით მაღალი ჩეხებისათვის პირდაპირ კარში დარტყმის საშუალება არ მიეცათ,ამით ისარგებლეს ჩეხებმა და ბურთს აწვდიდნენ შორეული ძელის უკანა ზონაში,სადაც ჩვენი მცველები ზონას დაუცველს არცენდნენ და შუაში შედიოდნენ.სწორწდ იქიდან გაიტანეს ორივე გოლი ჩეხებმადა თამაშის ბედი გადაწყვიტეს.ჩვენ შეტევაში ცენტრ თავდამსხმელის არ ყოლაში შეგვეძლო სტანდარტებით გვესარგებლა,გარღვევებით შევსულიყავით დასარტყმელ პოზიციაზე ან შორიდან დაგვერტყა,მაგრამ არც ერთი არ გამოვიდა.სტანდარტებში ჩვენი მაღლები ვერ იგებდნენცეხებთან ბრძოლას,რადგან ისინი პრაქტიკულად ყველა მაღალია,გარღვევებს დროს ჩეხები სწორად უკეტავდნენ ჩვენებს შეტევის მიმართულებას და დარტყმის ზონას,როცა ეს არ გამოსდიოდათ,უხეშობდნენ,მაგრამ არაბიძეს ამ ტურნირზე,აშკარად არეული ჰქონდა სამიზნე ჯარიმების დროს,მსაჯს კი დაფიცებული ჰქონდა,რომ თუ ჩეხები თოფს არ გვესროდნენ,გაფრთხილებას არ მისცემდა,სორეული დარტყმებიც ვერ შევძელით,რადგან ჩეხების შუა ხაზი ძალიან კომპაქტურად და მჭიდროდ გვეთამაშებოდნენ და არ გვაძლევდნენ დარტყმის საშუალებას,თუმცა არც ჩვენები იკლავდნენ შორიდან დარტყმის სურვილით თავს.ეს თამაში ჩეხების მწვრთნელმა მოიგო ტაქტიკურად თავის ვიზავისთან,მაგრამ რაც ვნახეთ, ვიმეორებ,მათ ჩვენზე მეტი რესურსი ჰქონდათ და უნდა მოეგოთ კიდეც.მიუხედავად წაგებისა ჩვენ ბიჭებზე საყვედურს ვერ ვიტყვი,ითამაშეს ვაჟკაცურად და ღირსეულ მეტოქესთან ღირსეულად დამარცხდნენ,რასაც ვერ ვიტყვი იმ რამდენიმე ვითომ გულშემატკივარზე,უფრო სწორად ვიგინდარაზე,რომლებიც თავისი არსებობის გამართლებას ყოველ ასეთ დიდ ფორუმზე ვიღაცის შეურაცხყოფით და უზრდელობით ცდილობენ.მე კახელი ვარ და ვირისაგან ყროყინი ან წიხლი არ გამიკვირდება,მაგრამ იმ ვირებს მერე კარგად მოხვდებათ ხოლმე და ალბათ უპრიანია ადამიანის სახიან ვირებსაც ასევე მოვექცეთ,ან კიდევ ფინანსურად მივარტყათ კარგი ჯარიმა.
საქართველოს ნაკრები ძირითადად სამი სპორტსკოლის აღზრდილებისაგან შესდგება და წარმოიდგინეთ რა კარგი იქნება თუ უმაღლესი ლიგის ყველაგუნდის ფეხბურთის აკადემია გამართულად ამუშავდება,ერთმანეთთან ჭიდილში ეს ბიჭები გაცილებით სწრაფადაც განვითარდებიან და საკლუბო ფეხბურთის დონეც მაღლა აიწევს,მხოლოდ მათი გაყიდვის ასაკი აუცილებლად უნდა შეიზღუდოს,რათა არ გაგრძელდეს ის მარაზმი,რაც ახლა ხდება.თუ ეს ბიჭები თუნდაც 21 წლამდე საქართველოში ითამაშებენ,სათამაშო პრაქტიკაც სრულფასოვანი ექნებათ და მათი გაყიდვით კლუბები გაცილებით მეტ სარგებელსაც ნახავენ,შესაბამისად ყველა მოგებული დარჩება.