გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა  და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი
ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 96 /
გიორგი ყიფიანი კარგი მწვრტნელია და კარგად წარმოაცინა ნაკრებიც//გენაცვალეტ ტქვენ//ეს სახელმწიფოსბრალია რომ არ აქცევს ყურადხებას ასეტ ტაობას..რომელიმე დაინტერესებულა ტუ როგორ იკვებებიან პატარა ფეხბურტელები.ან საერტოდ აქვტ კი სასუალება რომ იკვებონ სრულფასოვნად?აი მიზეზი რის გამოც პრობლემა გვაქ მუდამ
0
ურემი მერამდენედ უნდა გადაბრუნდეს, შესაცვლელია ბავშვთა მწვრთნელები განა ზნელია ბავშვთა ფიზიკურ მომზადებას მიექცეს ყურადღება ამას სჭირდება ცოდნა, კვალიფიკაცია,ფედერაცია მიხედეთ ამ ყველაფერს. მწვრთნელს რომ ტაქტიკა უნდა შეეცვალა ამას რა ცოდნა უნდოდა, თუ ბიჭბმა ვერ შეასრულეს ეს დავალება, ყველა ჩაჭოდებულ ბურთს ტანმაღალი ჩეხები ეუფლებოდნენ, სხვანაირი ტაქტიკა იყო საჭირო.
კაკო
14:02 10-07-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული