გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა  და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი
ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 96 /
გიორგი ყიფიანი კარგი მწვრტნელია და კარგად წარმოაცინა ნაკრებიც//გენაცვალეტ ტქვენ//ეს სახელმწიფოსბრალია რომ არ აქცევს ყურადხებას ასეტ ტაობას..რომელიმე დაინტერესებულა ტუ როგორ იკვებებიან პატარა ფეხბურტელები.ან საერტოდ აქვტ კი სასუალება რომ იკვებონ სრულფასოვნად?აი მიზეზი რის გამოც პრობლემა გვაქ მუდამ
gia
10 ივლისი 2017 19:47
0
ურემი მერამდენედ უნდა გადაბრუნდეს, შესაცვლელია ბავშვთა მწვრთნელები განა ზნელია ბავშვთა ფიზიკურ მომზადებას მიექცეს ყურადღება ამას სჭირდება ცოდნა, კვალიფიკაცია,ფედერაცია მიხედეთ ამ ყველაფერს. მწვრთნელს რომ ტაქტიკა უნდა შეეცვალა ამას რა ცოდნა უნდოდა, თუ ბიჭბმა ვერ შეასრულეს ეს დავალება, ყველა ჩაჭოდებულ ბურთს ტანმაღალი ჩეხები ეუფლებოდნენ, სხვანაირი ტაქტიკა იყო საჭირო.
კაკო
10 ივლისი 2017 14:02
0
რს ამბობზტ ასეთი გუნდი არ გვინახიაო ვის ეპირფერებით? არარ გახსოვთ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრები? იგივე 3 ტამაში იგივე ტვბილისში ინგლისის ესპანეთის და უკრაინის წინააღმდეგ შედეგი სამივე გუნდის ჯგუფი ცატოვება და ევროპაზე თა საფრანგეთტან ნიჩია და ნახევარფინლის თამაში ობიექტურობა არ გვაწყენს და წინასწარ ქება დიდება არ ვარგა არვისი შედეგი ერტია ამ ნაკრებმა ვერ გაიმეორა ის მირწევა ევროპის ნახევარფინალში თამაში!
სანდრო
10 ივლისი 2017 13:23
0
მოდით არ გვინდა ტალახის შესხმა.კი გამოგდის ეს საქმე ყველაზე უკეთ ცხოვრებაში მაგრამ ხანდახან მაინც მოვერიდოთ :) . წაგებულ მატჩს რაც შეეხება: ჩემი აზრით ფიზიკურად ვერ გაუძლეს და ამის ბრალია ყველაფერი. ტემპი, რომლითაც ჩვენი გუნდი ბოლო თამაშს თამაშობდა, გაცილებით დაბალი იყო და ამდენად ჩეხების ძალიან სწორად მოთამაშე გუნდს აღარ უჭირდა ჩვენების განეიტრალება. პერსპექტიული ბიჭები არიან, მაგრამ თუ ძალიან ბერი არ იმუშავეს საკუთარ თავზე, ასევე პერსპექტიულებად დარჩებიან. ყიფიანს რაც შეეხება - არ არის ცუდი მწვრთნელი ნამდვილად, საკმაოდ კარგი მწვრთნელია და რასაც ვუყურებ, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ნაკრები დააყენა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინახავს
დავით
10 ივლისი 2017 10:47
0
ფიზმომზადების პრობლემა გვაქვს საოცარი, ბავშვი დამყავდა ფეხბურთზე, თვითონ ძველი ფეხბურთელი ვარ და მწვრთნელს რომ ვეკითხებოდი ბავშვებს რატომ არ ტვირთავ მეთქი პასუხი იყო ევროპაში 15 წლამდე არ ტვირთავენ ბავშვებს და არ შეიძლებაო. აი ეგ არის პასუხი, რატომაც ვერ ქაჩავენ ბავშვები. ჩემს დროს 10 წრეს ვურტყამდით აჩქარებებით და ათასნაირი ახტომებით და ასე შემდეგ, მერე რაზმინკები ბურთით უბურთოდ, სიგრძში ხტომა, სიმაღლეზე ხტომა. კომბინაციები, დარტყმები და ბოლოს ბუმბუმი, სახლში რომ მივდიოდი მივეგდებოდი 2 საათი მეძინა და მაგიტომ ვიყავით ცხენებივით. სხვათაშორის საბურთალოს სკოლაში მყავდა ბავშვი
მამუკა
10 ივლისი 2017 10:37
0
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ჩაატარა ღირსეულად, აჩვენა კარგი ფეხბურთი და მაინც ნეგატიური განწყობაა ამ კომენტარებში, იმის ნაცვლად რომ შესაქები შევაქოთ. რა გვჭირს ასეთი :( რატო გვიჭირს კარგის თქმა, რატო ვეძებთ სულ განტევების ვაცს, ვერ გამიგია
kaku
10 ივლისი 2017 10:23
0
ტაქტიკას როცა ცვლი ფეხბურთელებიც შესაბამისი უნდა გყავდეს და ფიზიკურადაც გამძლეები უნდა იყვნენ აგერ დიდების მაგალითიც კმარა.რაც შეეხება ამის წასვლა არ წასვლას ამის არც წასვლით და არც დარჩენით არაფელი შეიცვლება გეგუჩაძეს აქებენ და მაგასაც მალე დაუწყებენ კმენას რადგანაც დიდი ალბათობით ვერც ოცდაერთწლამდელთა გუნდი მოწყვეტს ვარსკვლავებს შესარჩევში. როგორც ყოველთვის.
qutaiseli
10 ივლისი 2017 10:04
0
18 კაციანი განაცხადი იმისთვის არსებობს, რომ 3 თამაშის ერთ კვირაში ჩატარება დიდ ფიზიკურ ძალებს მოითხოვს და კეთილი უნდა ინებოს მწვრთნელმა და ისე შეარჩიოს ნაკრები, რომ ზამენის ძირითადის სასტავის თავდამსხმელები დაასვენოს გადამწვეტი მატჩისთვის. ამას მინიმუმ სწორი და სამართლიანი სელექცია სჭირდებოდა, კახიძე, კავნტალიანი, ჩოგაძე, ხუბაშვილი, არველაძე ამ საქმისთვის რო არ გამოადგებოდათ თავიდანვე თავიდანვე თუ ვერ ხვდებოდა, მაშინ ასეთი მწვრთნელის პროფესიონალიზმი რაში გამოიხატება, კვადრატის ვარჯიშისა და ორკარას თამაში ყველა სოფლის გუნდის მწვრთნელმა იცის.
fan-ს
10 ივლისი 2017 10:01
0
ავსაჯანა არა კიდევ ხვიჩიას "ფეოლა", გიორგიმ მაქსიმუმი გააკეთა ჩვენი, ქართულ ფეხბურთში, ფიზიკური მომზადების ფონზე ეს იყო მაქსიმუმი. ბიჭებს ძალა აღარ ჰქონდათ და უჯანოდ რომელ ფეხბურთელს შეუძლია მწვრთნელის ტაქტიკური დავალებების შესრულება?
gizog
10 ივლისი 2017 09:48
0
არ ვიცი როგორი მწვრთნელია, მაგრამ პასუხისმგბლობა რას ნიშნავს რომ არ იცის ფაქტია!
bs
10 ივლისი 2017 09:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული