ჩეხეთის მწვრთნელი: ქართველებო, მადლობა და ბოდიში, რომ თქვენს გუნდს მოვუგეთ...

AutoSharing Option
ჩეხეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იან სუხოპარეკმა საქართველოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

პრესკონფერენციის დაწყებამდე ჩეხმა მწვრთნელმა ორი ქართული სიტყვა წარმოთქვა: გამარჯობა და მადლობა.

"ჩვენთვის თქვენი გუნდიდან ყველაზე დიდ საფრთხეს გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე წარმოადგენდნენ. ვიცოდით, რომ ისინი შეტევებს ძალიან ამწვავებენ და მთელი ყურადღება მათზე გვქონდა გამახვილებული.

ასევე კარგი ფლანგის მცველები გყავთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვიყავით უკეთესები და ვფიქრობ, ღირსეულადაც ვიმარჯვეთ.

ნახევარფინალში გასვლით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ ვწუხვართ და
ბოდიში, რომ მაინც და მაინც თქვენი გუნდი დავამარცხეთ. ქართველებო, მადლობა იმ საოცარი ატმოსფეროსთვის, რომელიც სტადიონზე იყო", - თქვა მწვრთნელმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უეჩველი ნაკლებ ყვითელზე ჰქონდა დადებული
ბებეტო
09 ივლისი 2017 23:45
0
ის უნამუსო იტალიელი მსაჯი რომ არა შესაძლო იყო გასვლა, ალბათ(?)
gela
09 ივლისი 2017 16:46
0
ღირსეული მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება
irakli
08 ივლისი 2017 23:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული